FM97.5 / LIVE

”ოცნებას” ასპინძაში ოფისი ისევ არ აქვს

მთავარიპოლიტიკა 30.11.2012
”ქართული ოცნების” ასპინძის წარმომადგენლები ცენტრალური ოფისიდან დირექტივებს ელოდებიან, დაბაში ოფისი ჯერ ისევ არ გახსნილა.

”ოცნებას” ასპინძაში ოფისი ისევ არ აქვს
კოალიცია ”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბები რეგიონის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გაუქმებულია. როდის გააგრძელებენ მუშაობას, ჯერ არცერთ მუნიციპალიტეტში არ იციან. სამცხე-ჯავახეთში არსებული შტაბების ხელმძღვანელებიდან სამომავლო გეგმებზე საუბარიც ჯერ ისევ ყველას უჭირს.

ასპინძის მუნიციპალიტეტში ”ქართული ოცნებას” შტაბი მარჯანიშვილის 6 ნომერში, ორსართულიან ბინაში ჰქონდათ გახსნილი.
ამავე ოფისში მდებარეობდა ახალგაზრდული ფრთის ოფისიც. ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ნაქირავები ოფისი პირველი ნოემბრიდან დაცალეს და ინვენტარი მშენებარე რაგბის ბაზაზე შეინახეს.

ამ დროისათვის შტაბის ყველა წარმომადგენელს ხელშეკრულება შეწყვეტილი აქვს. თავდაპირველად, პირველ ნოემბრამდე შტაბიდან ყველა თანამშრომელი გაუშვეს, გარდა შტაბის ხელმძღვანელისა და სამი კოორდინატორისა. პირველი ნოემბრიდან კი ხელშეკრულება ყველა თანამშრომელს შეუწყდა.

- ”ჯერჯერობით არაფერი ვიცით, ველოდებით ცენტრალური შტაბიდან დირექტივებს. ამჟამად ყველაფერი გაუქმებულია”,-განმარტავს შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი მერაბ ზაქაიძე.

”ოცნებას” ასპინძაში ოფისი ისევ არ აქვს
შენობა, სადაც "ოცნების" წევრები პერიოდულად იკრიბებიან.


ამჯამად ”ქართული ოცნების” აქტივისტები არაოფიციალურად, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის მიდებარე ტერიტორიაზე, ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე, ერთ ოთახში იკრიბებიან. ამბობენ, რომ ოთახი ერთერთმა ახლობელმა ”ათხოვათ” და პერიოდულად, საჭიროების შემთხვევაში ამ ფართით სარგებლობენ.

”ოცნებას” ასპინძაში ოფისი ისევ არ აქვს

ასპინძის მუნიციპალიტეტში კოალიცია ”ქართულ ოცნებას” საპარლამენტო არჩევნებზე 46 დამკვირვებელი ჰყავდა. ამათგან არცერთ დამკვირვებელს ხელფასი არ აუღია. შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის განმარტებით, დამკვირვებლებს ხელფასი ამ თვის ბოლომდე დაერიცხებათ.


[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში ”ოცნების” შტაბები დაიკეტა
„ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის სამომავლო გეგმები (R)
”ქართულმა ოცნებამ” “კარდაკარი” მესხეთშიც დაიწყო
”ქართული ოცნების” შტაბი კარავში
შსს-მ „ქართული ოცნების“ ასპინძის შტაბის წევრის ცემაში ბრალდებული დააკავა
"ქართული ოცნების" წევრი ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფება
მარგველაშვილი ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამას გააცნობს (R)