FM97.5 / LIVE
2015 წელს სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში 79.090 ლარის  პრემია და დანამატი გასცეს

2015 წელს სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში 79.090 ლარის პრემია და დანამატი გასცეს

მთავარიპოლიტიკა 27.01.2016
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, გასულ, 2015 წელს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში პრემიის და სახელფასო დანამატის სახით ჯამში 79.090 ლარი გასცეს.

2015 წელს სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში 79.090 ლარის  პრემია და დანამატი გასცეს

როგორც ორგანიზაციის კვლევაში ვკითხულობთ, გასულ, 2015 წელს, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში 35. 400 ლარი პრემია და 43.690 ლარი სახელფასო დანამატი გაიცა.

ჯამში, კი, საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 1 114 928.69 ლარი გაიცა, მათ შორის პრემია - 463 817.5 ლარი, სახელფასო დანამატი კი - 680 111.19 ლარი;

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სახელმწიფო უწყებებში გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციას ყოველწლიურად ითხოვს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 2012-2014 წლებთან შედარებით, შემცირებულია პრემიების გაცემის სიხშირე და ოდენობა, თუმცა 2015 წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სახელფასო დანამატის გაცემის მაჩვენებელი;

მაგალითად, 2015 წელს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორს, პარმენ მარგველანს სახელფასო დანამატის სახით დაერიცხა 35 400 ლარი, პრემია კი - 2 950 ლარი (საერთო ოდენობა - 38 350 ლარი); გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, რომელიც ამ თანამდებობაზე 2015 წლის მაისიდან იმყოფება, 2015 წელს სახელფასო დანამატის სახით მიიღო 22 668 ლარი, პრემია კი 2 950 ლარის ოდენობით; გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის მოადგილემ, ქეთევან მოისწრაფიშვილმა, რომელიც 2015 წლის მაისამდე გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 2015 წელს სახელფასო დანამატი 12 732 ლარი, ხოლო პრემია - 2 360 ლარი მიიღო;

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, 2015 წლის განმავლობაში სახელფასო დანამატი ყველა სამხარეო ადმინისტრაციაში ყოველთვიურად გაიცემოდა; მათივე კვლევის მიხდვით, თანამდებობის პირთა მიერ აღებული პრემიისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე გურიის სამხარეო ადმინისტრაციებმა მიაწოდეს. სხვა სამხარეო ადმინისტრაციების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში კი, მხოლოდ წლის მანძილზე პრემიისა და დანამატის სახით გაცემული თანხის ჯამური ოდენობაა ასახული;

„მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დიდი ალბათობით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე გურიის გუბერნატორების მსგავსად, სახელფასო დანამატს ყოველთვიურად იღებდნენ სხვა გუბერნატორებიც“, – ვკითხულობთ კვლევაში.

როგორც "საერთაშორიო გამჭვირვალობა საქართველოში" აცხადებენ, გუბერნიების ნაწილმა სრულად არ მიგვაწოდათ ინფორმაცია კონკრეტული თანამდებობის პირების მიერ აღებული პრემიისა და სახელფასო დანამატების შესახებ, რამაც კვლევის სრულყოფილად ჩატარების შესაძლებლობა არ მისცათ.

"შესაბამისი პასუხისმგებელი პირები უნდა აცნობიერებდნენ საჯარო ინფორმაციის შეუფერხებლად ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას, რადგან ინფორმაციის გაუცემლობით ლახავენ ლეგიტიმურ საჯარო ინტერესებს", – აცხადებენ ორგანიზაციაში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

87.000 ლარის პრემია და დანამატი  ახალციხის მერიაში
გაუქმებული დანამატი და შემცირებული პრემია – მერიამ 'ქამარი შემოიჭირა'
31 000 ლარი ხელფასი და 27 000 ლარი პრემია – ბორჯომის გამგებლის სარგო ერთ წელიწადში
რა ოდენობის პრემია და დანამატი გაიცა ახალციხის სასამართლოს თანამშრომლებზე
ახალციხის მერიაში 7 თვეში 212.297 ლარის პრემია და დანამატი გაიცა
სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში 44.105 ლარის პრემია/დანამატი გაიცა
სამცხე-ჯავახეთის თვითმმართველობებში პრემია–დანამატებისთვის 300 000–ზე მეტი გაიცა