FM97.5 / LIVE

რა ოდენობის პრემია და დანამატი გაიცა ახალციხის სასამართლოს თანამშრომლებზე

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 16.08.2019
ახალციხის რაიონული სასამართლოს აპარატის მოხელეებზე, 2017-2018 წლებში, ჯამში 148 605 ლარის სახელფასო დანამატი და პრემია გაიცა.

რა ოდენობის პრემია და დანამატი გაიცა ახალციხის სასამართლოს თანამშრომლებზე

„სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2019 წელს ივლისის ჩათვლით, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, სადაც ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მაგისტრატი სასამართლოებიც შედის, პრემია არ გაცემულა.

2018 წელს, სასამართლოს აპარატში სახელფასო დანამატი ორჯერ გაიცა. პირველად მარტში - 440 ლარის ოდენობით, მეორედ კი დეკემბერში - 33 420 ლარი.

2017 წელს თანამშრომლებმა პრემია ოთხჯერ მიიღეს: მარტში - 27 630 ლარი, ივნისში - 16 840, სექტემბერში - 26 050, დეკემბერში კი 44 225 ლარი.

საჯარო მოხელის ანაზღაურება მოიცავს სამ ძირითად ელემენტს: თანამდებობრივ სარგოს, სახელფასო დანამატსა და შეფასებაზე ორიენტირებულ პრემიას.

საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგო წარმოადგენს საჯარო სამსახურში დაკავებული პოზიციისათვის კანონმდებლობით დადგენილი ანაზღაურების ძირითად ნაწილს.

სახელფასო დანამატი წარმოადგენს, საჯარო სამსახურში შესრულებული დამატებითი სამუშაოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ დამატებით ანაზღაურებას.

ხოლო პრემია არის საჯარო მოსამსახურის მიერ საჯარო სამსახურში განხორციელებული საქმიანობის შეფასების შედეგების მიხედვით განსაზღვრული წახალისების ფორმა.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

2018 წელს ახალციხის თვითმმართველობაში 13 000 ლარის პრემია–დანამატი გაიცა
სამცხე-ჯავახეთის თვითმმართველობებში პრემია–დანამატებისთვის 300 000–ზე მეტი გაიცა
ახალციხის მერიაში 7 თვეში 212.297 ლარის პრემია და დანამატი გაიცა
31 000 ლარი ხელფასი და 27 000 ლარი პრემია – ბორჯომის გამგებლის სარგო ერთ წელიწადში
სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში 44.105 ლარის პრემია/დანამატი გაიცა
ახალციხის გამგეობაში 95 000–ლარამდე პრემია და დანამატი გაიცა
87.000 ლარის პრემია და დანამატი  ახალციხის მერიაში