FM97.5 / LIVE

გაუქმებული დანამატი და შემცირებული პრემია – მერიამ 'ქამარი შემოიჭირა'

მთავარისიახლე, ეკონომიკა 16.03.2017
ქალაქ ახალციხის საკრებულოსა და მერიაში სახელფასო დანამატები გაუქმდა, გასაცემი პრემიის ოდენობა კი შემცირდა.

გაუქმებული დანამატი და შემცირებული პრემია – მერიამ 'ქამარი შემოიჭირა'

მიმდინარე წელს ახალციხის საკრებულოსა და მერიაში სახელფასო დანამატებს აღარ აიღებენ. რაც შეეხება პრემიას, საკრებულოში წლის განმავლობაში ორჯერ, სააღდგომოდ და საახალწლოდ მიიღებენ. მერიაში 2017 წელს პრემია ასევე ორჯერ გაიცემა, თუმცა ერთი პრემიის ოდენობა გაიყოფა ორზე.

„მერიაში ერთი პრემია გავაუქმეთ, ამიტომ რაც დარჩა, იმას გავყოფთ ორზე და ისე ავიღებთ“, – განაცხადა ახალციხის საკრებულოს სხდომაზე მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ.

რასაც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის ჯიმშერ გოგოლაურის პროტესტი მოჰყვა. იგი იმ დარჩენილი პრემიების ოდენობის გაუქმებასაც ითხოვდა, რაც მიმდინარე წელს საკრებულოში უნდა გაიცეს: „რაც დატოვეთ პრემია საკრებულოში, ან ის რაზე უნდა აიღონ?! ეგეც გააუქმეთ“.

არ დაეთანხმა გოგოლაურს ასევე დეპუტატი ოპოზიციიდან მალხაზ გიქოშვილი: „ასე ჩვენ თავებს ვიმცირებთ, ადამიანს ღირსეული ხელფასი უნდა ჰქონდეს“.

ახალციხის მერიას 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება 500 000 ლარით მოუხდა. ეს გასული წლის ბიუჯეტის შესრულებული ნაწილის ოდენობაზე იყო დამოკიდებული. სწორედ ამის გამო ერთ–ერთი მიმართულება, სადაც თანხა დაიზოგა სახელფასო დანამატები და პრემია იყო.

გასულ, 2016 წელს, ახალციხის მერიასა და საკრებულოში, პრემიისა და დანამატის სახით, 400.000 ლარამდე თანხა გაიცა.

უფრო კონკრეტულად, მერიაში პრემია ორჯერ, სააღდგომოდ 65 თანამშრომელზე (57 70 ლარი) და საახალწლოდ 64 თანამშრომელზე (50 884 ლარი) გასცეს, – 108,594 ლარი. დანამატის სახით კი მერიაში 165.433 ლარია გაცემული.

რაც შეხება საკრებულოს, გასულ, 2016 წელს, პრემია აქაც ორჯერ, სააღდგომოდ და საახალწლოდაა გაცემული, – 16 თანამშრომელზე 39.670 ლარი; დანამატის სახით კი, საკრებულოში, 85.397 ლარია გაცემული.

ჯამში, მერიასა და საკრებულოში, გასულ წელს, პრემიის სახით გაცემულია 148.264 ლარი; დანამატის სახით კი, 250 830 ლარი, რაც ჯამში, 399.094 ლარს შეადგენს.

[თამუნა უჩიძე, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიაში 7 თვეში 212.297 ლარის პრემია და დანამატი გაიცა
ახალციხის მერიაში საახალწლოდ 60 000–ლარამდე პრემია გაიცა
სამცხე-ჯავახეთის თვითმმართველობებში პრემია–დანამატებისთვის 300 000–ზე მეტი გაიცა
87.000 ლარის პრემია და დანამატი  ახალციხის მერიაში
ახალციხის გამგეობასა და საკრებულოში 75 300 ლარი პრემია გასცეს
2018 წელს ახალციხის თვითმმართველობაში 13 000 ლარის პრემია–დანამატი გაიცა
2015 წელს სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში 79.090 ლარის  პრემია და დანამატი გასცეს