FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის თვითმმართველობებში პრემია–დანამატებისთვის 300 000–ზე მეტი გაიცა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 06.02.2019
2018 წელს სამცხე-ჯავახეთის მერიებსა და საკრებულოებში პრემია–დანამატებისთვის ბიუჯეტებიდან, ჯამში, 338 951 ლარი დაიხარჯა. ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც გასულ წელს თანამშრომლებისთვის პრემია–დანამატი არ გაცემულა ასპინძაა.

სამცხე-ჯავახეთის თვითმმართველობებში პრემია–დანამატებისთვის 300 000–ზე მეტი გაიცა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, 2018 წელს დანამატის სახით აპარატის თანამშრომლებზე 11 360 ლარი გაიცა. აქედან 8 960 ლარი აპარატის ყველა თანამშრომელზე გადანაწილდა. როგორც საკრებულოდან მიღებულ წერილში ვკითხულობთ, „საჯარო მოხელეებს დანამატი სამსახურეობრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისა და კეთილსინდისიერებისთვის შეფასების შედეგების გათვალისწინებით მისცეს“. გარდა აღნიშნულისა, დეკემბერში, 1 300 ლარის ოდენობის დანამატი მიიღო აპარატის უფროსმა, ამავე თვეში კი 1 100 ლარი დაერიცხა განყოფილების უფროსს.

108 470 ლარი ერთჯერადი ფულადი ჯილდოს სახით გაიცა, გასულ წელს, ახალქალაქის მერიის 133 თანამშრომელზე. მათ ეს თანხა შობისა და ახალი წლის დღესასწაულებისთვის მიიღეს.

ნინოწმინდის საკრებულოში 2018 წელს პრემია–დანამატები არ გაცემულა. მერიაში დასაქმებულ ყველა თანამშრომელზე კი დანამატის სახით, ჯამში, 74 920 ლარი გაიწერა.

პრემია–დანამატები არც ადიგენის საკრებულოში მიუღიათ. მერიაში კი დანამატი, ჯამში 4 500 ლარის ოდენობით, მხოლოდ მერის წარმომადგენლებს დაერიცხათ. მათ ეს თანხა, როგორც ადიგენის მერიაში აცხადებენ, დამატებით შესრულებული სამუშაოსთვის მიიღეს.

ბორჯომის საკრებულოდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე, პრემია–დანამატებთან დაკავშირებით, პასუხი ვერ მივიღეთ. მერიაში კი, 2018 წლის დეკემბერში, გარდა მერისა და მერის მოადგილისა, პრემია წახალისების მიზნით ყველა თანამაშრომელზე, ჯამში, 126 701 ლარი გაწერეს.

2018 წელს, ახალციხის თვითმმართველობაში პრემია–დანამატი 14–მა თანამშრომელმა მიიღო. მათ შორის მერიაში დანამატი ერთ პირზე, საკრებულოში კი პრემია 13 საჯარო მოხელეზე გაიცა.

რეგიონის მასშტაბით ასპინძა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც გასულ წელს პრემია–დანამატები არ გაცემულა.

2019 წელს კი საჯარო მოხელეების პრემია–დანამატებისთვის გასაცემად ბიუჯეტებში, ჯამში გაწერილი 76 ათას ლარზე მეტია.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

2018 წელს ახალციხის თვითმმართველობაში 13 000 ლარის პრემია–დანამატი გაიცა
ახალციხის მერიაში 7 თვეში 212.297 ლარის პრემია და დანამატი გაიცა
87.000 ლარის პრემია და დანამატი  ახალციხის მერიაში
რა ოდენობის პრემია და დანამატი გაიცა ახალციხის სასამართლოს თანამშრომლებზე
სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობებმა ერთ წელში 680 065 ლარის ჯილდო და დანამატი გასცეს
ახალციხის მერიაში საახალწლოდ 60 000–ლარამდე პრემია გაიცა
ახალციხის გამგეობაში 95 000–ლარამდე პრემია და დანამატი გაიცა