FM97.5 / LIVE

31 000 ლარი ხელფასი და 27 000 ლარი პრემია – ბორჯომის გამგებლის სარგო ერთ წელიწადში

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 20.02.2018
ბორჯომის მუნუციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა, 2015 წელს, ხელფასის სახით 31 000 ლარი, პრემია კი 27 000 ლარი მიიღო.

31 000 ლარი ხელფასი და 27 000 ლარი პრემია – ბორჯომის გამგებლის სარგო ერთ წელიწადში

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2015–2016 წლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაცემული პრემიების ოდენობა ზღვრულ ნორმას აღემატება.

მთავრობის დადგენილებით, მოსამსახურეზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს, ამასთან პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. ბორჯომის მუნიციპალიტეტს კი ეს გათვალისწინებული არც პრემიების ჯერადობის და არც რაოდენობის თვალსაზრისით აქვს.

2015 წელს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებსა და მოსამსახურეებზე, ჯამში 112 თანამშრომელზე წახალისება 418 ათასი ლარი გაიცა. მათ შორის, პრემია - 400 ათასი იყო, ხოლო დანამატი - 18 ათასი ლარი.

კერძოდ:

2015 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის 69 მოსამსახურეზე წლის განმავლობაში პრემია გაიცა 5-ჯერ და მეტჯერ, მათ შორის 10 მოსამსახურეზე წლის განმავლობაში პრემია გაიცა 7 - ჯერ.

მუნიციპალიტეტის 4 მოსამსახურეზე, რომელთაც პრემია აღებული აქვთ წლის განმავლობაში 7-ჯერ, აგრეთვე გაიცა დანამატი ყოველთვიურად, თითოეულზე 250 ლარიდან 530 ლარამდე ოდენობით.

2015 წლის დეკემბერში 79 მოსამსახურეზე გაცემული წახალისება მერყეობს თანამდებობრივი სარგოს 120%-დან 200 %-მდე.

2016 წელს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებსა და მოსამსახურეებზე, ჯამში 113 თანამშრომელზე პრემია გაიცა 376 ათასი ლარი, ხოლო დანამატი 37 ათასი ლარი. 2016 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის 3 თანამდებობის პირზე პრემია გაიცა წლის განმავლობაში 4-ჯერ, ხოლო დანამატი ყოველთვიურად.

31 000 ლარი ხელფასი და 27 000 ლარი პრემია – ბორჯომის გამგებლის სარგო ერთ წელიწადში


აუდიტის დასკვნიდან ირკვევა, რომ გამგეობაში ყოველთვიური დანამატი დაწესებული იყო წინასწარ. რეალურად კი შეუძლებელი იყო წინასწარ სცოდნოდათ იმის შესახებ, თუ რომელი საჯარო მოხელე იმუშავებდა ზეგანაკვეთურად. მიუხედავად ამისა, ბრძანებაში დანამატის გაცემის საფუძვლად მითითებულია „მოხელის ზეგანაკვეთური მუშაობა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვა“.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგეობაში 95 000–ლარამდე პრემია და დანამატი გაიცა
2018 წელს ახალციხის თვითმმართველობაში 13 000 ლარის პრემია–დანამატი გაიცა
ბორჯომის გამგეობაში საახალწოდ პრემია 108 777 ლარი გაიცა
რა ოდენობის პრემია და დანამატი გაიცა ახალციხის სასამართლოს თანამშრომლებზე
ახალციხის მერიაში 7 თვეში 212.297 ლარის პრემია და დანამატი გაიცა
ახალციხის გამგეობაში საახალწლოდ 57 540 ლარის პრემია გაიცა
სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში 44.105 ლარის პრემია/დანამატი გაიცა