FM97.5 / LIVE

რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაწერეს

მთავარისამართალი 15.01.2016
რეორგანიზაცია შსს-ში - რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაწერეს. დღეს, 15 იანვარს, განცხადება დაწერა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კალანდაძემაც.

რეგიონების  პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებმა  სამსახურიდან წასვლის შესახებ  განცხადებები დაწერეს
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროში „სამხრეთის კარიბჭეს“ დაუდასტურეს, რომ თეიმურაზ კალანდაძემ განცხადება ნამდვილად დაწერა. მეტიც, სამინისტროში განგვიმარტეს, რომ კალანდაძე გამონაკლისი არ არის: „მინისტრის მიერ დაანონსებული საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორებმა რეორგანიზაციის გამო დაწერა განცხადება გათავისუფლებასთან დაკავშირებით“.

შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებს გუშინ, 14 იანვარს შეხვდა და პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი წარუდგინა.

„შეხვედრაზე მინისტრმა, მოადგილესთან ერთად, რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ანგარიში ჩაიბარა. გიორგი მღებრიშვილმა პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და დეპარტამენტების უფროსებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით ახალი დავალებები მისცა. როგორც ბესიკ ამირანაშვილმა თავის პირველ სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების უფროსებთან კოორდინირებული მუშაობა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი სტრატეგიის შემუშავება“, - ვკითხულობთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ თეიმურაზ კალანდაძე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად (მაშინ უწყებას შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველო ერქვა) 2013 წლის 26 ნოემბერს დაინიშნა.

სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის სახელს არაერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საქმეში ბრალდებულები და მათი ახლობლები მას ცემასა და მუქარაში ადანაშაულებენ. მათ შორისაა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში მცხოვრები დედა-შვილის საქმე. ესენი არიან სოფელ გოგაშენში ორმაგ მკვლელობაში მსჯავრდებულის გენადი იაკობაძის და და დისშვილი, რომლებიც აცხადებენ, რომ „სამხარეოს უფროსმა მათ წიხლები ურტყა და გაუპატიურებით ემუქრებოდა“.

ასევე, სხვებთან ერთად თეიმურაზ კალანდაძესაც ადანაშაულებდა ცემაში იარაღის უკანონო შენახვა–ტარებაში მსჯავრდებული გიორგი კაპანაძე. იგი ამბობს, რომ დაკავებისასკალანდაძემ სახეში ჯერ წიხლი, შემდეგ კი სასმელი წყლის „სნოს“ ბოთლი ჩაარტყა.

კალანდაძე არ დაუსახელებია, თუმცა ასევე სამხარეო სამმართველოში არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობდა მკვლელობაში ჯერ ბრალდებული, შემდეგ კი გამართლებული სერგეი ბაბოიანი. იგი ამბობს, რომ სამმართველოში ძაღლივით აყმუვლეს.

ყველა ამ საქმეზე, და არამხოლოდ ამ საქმეებზე, პროკურატურას ძიება აქვს დაწყებული სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით. ჯამში, 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის ოქტომბრამდე (ამის შემდეგ „სამხრეთის კარიბჭეს“ მონაცემები აღარ გამოუთხოვია) სამცხე–ჯავახეთში სამართალდამცველების მიერ უფლება–მოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე (333-ე მუხლი) პროკურატურამ ძიება 27 საქმეზე დაიწყო და 6–ზე სისხლის სამართლის ნიშნების არ არსებობის გამო შეწყვიტა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში პოლიციის პირველ პირად თეიმურაზ კალანდაძე რჩება
27 საქმე სამართალდამცველების მიერ უფლება–მოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე
სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე თბილისში გადაიყვანეს
თეიმურაზ კალანდაძე შსს–დან გაათავისუფლეს
შსს–ს განმარტებით, მინისტრმა ახალციხეში გასვლითი თათბირი ჩაატარა
სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თანამდებობა დატოვა
სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ პოლიციას სამი ახალი ავტომობილი გადაეცა