FM97.5 / LIVE

საბავშვო ბაღები პრიორიტეტად იქცა

მთავარისაზოგადოება » განათლება 28.11.2012
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პირველ პრიორიტეტად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ასახელებს. რა პრობლემებია საბავშვო ბაღებში და რას უნდა მიექცეს პირველ რიგში ყურადღება

საბავშვო ბაღები პრიორიტეტად იქცა

ახალციხის მუნიციპალიტეტში ცხრა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა, სადაც 1,100 აღსაზრდელი ჰყავთ. შენობების უმეტესობას დიდი ხანია კაპიტალური რემონტი არ ჩასტარებია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების უფროსის მზია ქობესაშვილის თქმით, ყველა შენობას კაპიტალური ან კოსმეტიკური რემონტი უნდა ჩაუტარდეს.

„თუ კაპიტალური რემონტი არ გაკეთდება, წყალ-საკანალიზაციო სისტემა უნდა გამოიცვალოს. მეორე ეტაპად შეიძლება ჩავთვალოთ კარ-ფანჯარა, რომელიც საკმაოდ მოძველებულია. თუ ეს პრობლემა მოგვარდება, მერე უკვე შეიძლება ფიქრი ცენტრალური გათბობაზე. გამოსაცვლელია ინვენტარიც, - განმარტავს ქობესაშვილი და ამატებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისგან რამდენიმე კვირის უკან გარკვეული რაოდენობის მეორადი ავეჯი მიიღეს, თუმცა ეს საკმარისი არაა, - რადგან თითო ბაღში ოთხი და ხუთი ჯგუფია, ამდენი პედაგოგია, ყველას თავისი საწერი მაგიდა და სკამები სჭირდება”.

ბოლო წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაღებიდან რემონტი მხოლოდ პირველ საბავშვო ბაღს შეეხო. გარემონტდა გარე ფასადი და მოწესრიგდა სველი წერტილები. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision-მა, რომელსაც ამ მიმართულებით გრანტები ჰქონდა, სამი საბავშვო ბაღის რამდენიმე ჯგუფში წყალ-საკანალიზაციო სისტემა გამოცვალა. ამავე ორგანიზაციამ ვალის სააღმზრდელო ჯგუფებში კარ-ფანჯარაც შეცვალა და ეზო შემოღობა.

პირველი ბაგა-ბაღში სადაც ამ ეტაპზე 205 ბავშვია, ხუთი სააღმზრდელო ჯგუფია გახსნილი. დირექტორის ციცო საანიშვილის თქმით, პირველ რიგში კოსმეტიკური რემონტი უნდა გაკეთდეს, თუმცა, თუ კარ-ფანჯარა არ გამოიცვალა, რემონტს აზრი არ აქვს.

მეოთხე საბავშვო ბაგა-ბაღში ამ ეტაპზე ორი ჯგუფი ფუნქციონირებს, ბაგაში 29, ხოლო ბაღში 42 ბავშვი დადის. ბაღის დირექტორის მარინა თოთაძის თქმით, პირველ რიგში შენობის სახურავს და სველ წერტილებს უნდა მიხედონ: ”სახურავიდან რამდენიმე ადგილას წყალი ჩამოდის. ერთი ოთახი ძალიან მისახედია, იმას რომ გააკეთებდნენ, ახალგახსნილ ჯგუფს იქ შევიყვანდით, ფართიც მეტია და უკეთესი იქნება. კარ-ფანჯარაც გამოსაცვლელია და გათბობაც თუ გაკეთდება, კარგი იქნება”.

ქობესაშვილის თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის ერთ-ერთი პრობლემა პერსონალის დაბალი ხელფასებია. სააღმზრდელო ჯგუფში, სადაც 50 აღსაზრდელია, აღმზრდელის ანაზღაურება 160 ლარია, მისი თანაშემწის 10-15 ლარით ნაკლები: ”თუ შრომის კოდექსში ცვლილება შევა და მინიმალური ზღვარი გაიზრდება, პროცენტულად ჩვენც მოგვემატება ხელფასი. ყველა შემთხვევაში უნდა გაიზარდოს ანაზრაურება. აუცილებლად შევალთ საკრებულოს თავმჯდომარესთან და გამგებელთან, გავაცნობთ ჩვენს თხოვნას და დარწმუნებული ვარ, რომ დაგვეხმარებიან”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი სკოლამდელი აღზდის დაწესებულებების საკითხს მთავარი პრიორიტეტად ასახელებს. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში განათალების მიმართულებით 430,000 ლარია გათვალისწინებული: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხარჯებისთვის - 374,000 ლარი, შეშითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა - 18,000 ლარი, შეღავათები - 38,000 ლარი.

”ზამთარია და დიდი სარემონტო სამუშაოები ვერ დაიწყება, მაგრამ შეიძლება წყალ-საკანალიზაციო სისტემა შეიცვალოს, სველი წერტილები მოწესრიგდეს და ასე შემდეგ. შევხედავთ ფინანსებს და ალბათ შიდა კოსმეტიკურ რემონტზეც ვიფიქრებთ”, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საბავშვო ბაღებში სველი წერტილები რემონტდება
ადიგენის ბაღები წლებია არ გარემონტებულა
საბავშვო ბაღები ყურადღების ცენტრში ექცევა
მეორე კვირაა ახალციხის პირველ საბავშვო ბაღს გათბობა არ აქვს
მესამე დღეა ახალციხის პირველ ბაგა–ბაღში გათბობა არ აქვთ
მუნიციპალიტეტის საჩუქარი ბაღებს
‘მეორე შახტაში’ ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა