FM97.5 / LIVE

საბავშვო ბაღები ყურადღების ცენტრში ექცევა

მთავარისაზოგადოება » განათლება 31.05.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები წლის პრიორიტეტად გამოაცხადა. რას ითხოვს საბავშვო ბაღების ადმინისტრაცია, რა მოლოდინები აქვთ აღსაზრდელთა მშობლებს და რას გეგმავს საკრებულო.

საბავშვო ბაღები ყურადღების ცენტრში ექცევა
რას ითხოვენ ახალციხის საბავშვო ბაღებში

ახალციხის მესამე საბავშვო ბაგა-ბაღში 150 აღსაზრდელი ჰყავთ. ამ ბაღში შვილის მიყვანაზე თანხმობას კი 12 მშობელი ელოდება. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ბავშვების რაოდენობამ მას შემდეგ იმატა, რაც შენობაში სველი წერტილები მოწესრიგდა, თუმცა, პრობლემები ჯერ კიდევ რჩება.

”შესაცვლელია სახურავი, კარ-ფანჯარა, გასარემონტებელია ოთახები, გასაკეთებელია გათბობა და შემოსაღობია ეზო. დაახლოებით ერთი თვის წინ იყო გამგეობიდან კომისია, ყველაფერი შეამოწმეს და გვითხრეს, რომ უახლოს მომავალში დაიწყება ბაღის რეაბილიტაცია. ამის საფუძველზე ვღებულობ ახალ განცხადებებს”, - გვითხრა დაწესებულების მენეჯერმა ლიზა ღავთაძემ.

სარებილიტაციო სამუშაოების აუცილებლობაზე საუბრობენ აღზრდელებიც. მათი თქმით, რადგან შენობა მდინარის ნაპირას დგას, უსაფრთხოების მიზნით ეზოს შემოღობვა აუცილებელია.

”42 ბავშვი მყავს ჯგუფში, სახარბიელო პირობები არ გვაქვს, მაგრამ ნელნელა უკეთესობისკენ მივდივართ. მთავარია ეზოს და გზის პრობლემა მოგვარდეს, დაძაბული ვართ, რომ ბავშვები გარეთ არ გავიდნენ ”, - ამბობს მესამე ბაღის აღმზრდელი მერი ზაზაშვილი.

მეორე ბაგა-ბაღი ექვს სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი, ამ ეტაპისთვის ბაღში 5 ჯგუფი და 125 აღსაზრდელია.

”მიმდინარე წელს შენობაში სველი წერტილები მოწესრიგდა. წინასწარ გაკეთდა სველი წერტილი დაუტვირთავი ჯგუფისთვის, იმ შემთხვევისთვის, თუ ბავშვების საჭირო რაოდენობა შეგროვდება. რამდენადაც ვიცით ზაფხულში დაგეგმილია ბაღების რემონტი და გვპირდებიან ცენტრალური გათბობის გაკეთებასაც. იმედი გვაქვს, ეტაპობრივად ყველაფერი გაკეთდება. გვინდა ეზოს მიექცეს ყურადღება”, - ამბობს ბაღის მენეჯერი ნათელა გელაძე.

პირველ ბაგა-ბაღში 6 ჯგუფი და 205 აღსაზრდელია. სასექტემბროდ ბაღში მიღების 27 განცხადებაა შესული. მენეჯერი ამბობს, რომ თუ კონტიგენტი გაიზარდა, ჯგუფებს დაამატებენ. მაგრამ რადგან ოთახები წლებია არ გამოუყენებიათ, მათი რეაბილიტაცია აუცილებელია.

საბავშვო ბაღები ყურადღების ცენტრში ექცევა

”პირობები გაუმჯობესდა, უკეთესობისკენ მივდივართ. სამომავლოდ დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”,-გვეუბნება პირველი ბაგა-ბაღის მენეჯერი ციცო საანიშვილი.

მეოთხე საბავშვო ბაღში 81 აღსაზრდელია. ბაღში მხოლოდ სველი წერტილებია მოწესრიგებილი. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მენეჯერის მარინა თოთაძის განმარტებით, შენობა რეაბილიტაციას საჭიროებს: „კარ-ფანჯარაც გამოსაცვლელია და იატაკიც. შენობაში ერთი ოთახის გარდა ყველა დატვირთულია. განცხადებები შემოსულია და ყველას სექტემბრისათვის ვიბარებ. თუ მოწესრიგდება, მეოთხე ჯგუფსაც გავხსნით”.

რას გეგმავს ადმინისტრაცია

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ყველა საბავშვო ბაღში, ჯამში 250 თანამშრომელი მუშაობს. მათი ხელფასი 163-დან 257-ლარამდე მერყეობს. მენეჯერის ანაზღაურება 304 ლარია.

”პირველ ცვლას ხელზე ასაღები 158 ლარი გვქონდა, ამ წლიდან 206 ლარი გაგვიხდა. იმედი გვაქვს კიდევ გაიზრდება, რადგან რთული სამუშაო და დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, ხელფასი კი მცირეა“, - ამბობს აღმზრდელი ნუცა მეტრეველი.

”სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების” დირექტორი ნანა გელაშვილი განმარტავს, რომ ივლისი-აგვისტოს თვეში ბაღების შენობების რეაბილიტაცია იგეგმება: ”ბაღებს კოსმეტიკური რემონტი გაუკეთდება, რომელ შენობასაც სახურავის შეცვლა დასჭირდება, შეიცვლება, ასევე შეიცვლება კარ-ფანჯარაც. ბაღები აღიჭურვება ახალი ინვენტარით, შესაძლებელია მოწესრიგდეს ეზოებიც“.

მისივე თქმით, არაა გამორიცხული ახალი ჯგუფები გაიხსნას და ახალი თანამშრომლები აიყვანონ.

რას ჰპირდება ბაღებს ადგილობრივი ხელისუფლება

ბაღების რეაბილიტაციისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულომ 21 მაისის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელა.

„საბავშვო ბაღების რემონტისთვის განისაზღვრა 660 000 ლარი. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ვმონაწილოებთ სხვადასხვა პროექტებშიც, საიდანაც ვფიქრობთ დაახლოებით 200 000 ლარის მოზიდვას ბაღების გასარემონტებლად”, - ამბობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.

საკრებულოში ამბობენ, რომ შესაძლოა საბავშვო ბაღები იმ სოფლებშიც გაკეთდეს, სადაც ამის მოთხოვნაა. სარეაბილიტაციო სამუშაობის განსახორციელებლად პროექტებზე მუშაობა დაწყებულია, მომდევნო ეტაპი ტენდერის გამოცხადდებაა.

”პირველ რიგში შენობები გარემონტდება. რაც შეხება ინვენტარს, ამ ეტაპზე ბიუჯეტში შესაბამისი თანხა არ არის, თუმცა ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად აღვჭურვოთ და კეთლმოვაწყოთ საბავშვო ბაღები“, - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიმდინარე წლის პრიორიტეტად დაასახელა. 2012 წლის ბოლოს ქალაქის რვა სკოლამდელი დაწესებულების რემონტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 131,000 ლარი გამოიყო. ამ თანხით ბაღებში სველი წერტილები მოწესრიგდა.

საბავშვო ბაღები ყურადღების ცენტრში ექცევა

ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 1200 აღსაზრდელია. თითო ბავშვზე მშობელს ერთი თვის განმავლობაში 30 ლარის გადახდა უწევს, ამდენივეს, 30 ლარს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ფარავს.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის სუბსიდიის სახით 526 000 ლარი ირიცხება. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი ფარავს ხუთი კატეგორიის ბავშვების კვების გადასახადს. ასპროცენტიან კატეგორიაში შედიან: ომში მონაწილე მშობლების შვილები, შშმ პირების შვილები, ლტოლვილებისა და მრავალშვილიანების შვილები. შეღავათებით სარგებლობენ ისეთი ოჯახები, რომელტაც ბაღში ორი ან მეტი შვილი დაყავთ.

ახალციხის მუნიცპალიტეტის მასშტაბით 11 მუნიციპალური და 4 ალტრენატიული ბაღია. ალტერნაიული ბაღები გასულ წელს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ ”კივიტას გეორგიკა” პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევრობაში მიღებული მეთოდის მსგავსად 4-დან 6-წლამდე ბავშვებზეა გათვლილი. აქ პატარები მხოლოდ 4-5 საათის განმავლობაში რჩებიან. ეს ერთგვარი სასწავლო ცენტრია, რომლის ძირითად დანიშნულებასაც სკოლამდელი ასაკიე ბავშვებისთვის სასკოლოდ აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება წარმოადგენს. მიმდინარე წლის 1 მარტიდან ალტერნატიული ბაღები „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების” დაქვემდებარებაში გადავიდა.

მუნიციპალიტეტის საკრებულოში კიდევ ერთ გეგმაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ბაღებში პედაგოგების გადამზადება იგეგმება. გადამზადდება და ტესტირებას გაივილის, როგორ ახალი, ისე ძველი თანამშრომელი.

”გადამზადებას შენობების რეაბილიტაციის შემდეგ ვგეგმავთ. ვვარაუდობთ, რომ გარემონტებულ ბაღებში შვილის მიყვანის სურვილს კიდევ ბევრი მშობელი გამოთქვამს და შესაბამისად, ახალი პედაგოგების დამატება გახდება საჭირო. ამის შემდეგ უკვე ძველ და ახალ თანამშრომლებს, ერთდროულად გადავამზადებთ”,- ამბობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]

საბავშვო ბაღები ყურადღების ცენტრში ექცევასტატია მომზადებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) პროგრამის - „ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ - მხარდაჭერით. პუბლიკაციებში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით პუბლიკაციების ავტორებს და ავტომატურად არ გულისხმობს (GIZ) - ის მოსაზრებებს.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საბავშვო ბაღები პრიორიტეტად იქცა
ადიგენის ბაღები წლებია არ გარემონტებულა
საბავშვო ბაღებში სველი წერტილები რემონტდება
ახალციხის მერმა  ბაგა–ბაღები მოინახულა
ახალციხის ოთხ ბაღში ისევ ღუმელებით თბებიან
300–მდე აღსაზრდელი შესაძლოა ახალციხის ბაღებში აღარ მიიღონ
ახალციხის თემის საბავშვო ბაღები ზაფხულში არ დაისვენებენ