FM97.5 / LIVE

მუნიციპალიტეტის საჩუქარი ბაღებს

მთავარისაზოგადოება 13.06.2012
ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს საჩუქრად სათამაშოები გადაეცა. 90-იანი წლების შემდეგ, ეს ბაღებში სათამაშოების განახლების პირველი მასშტაბური შემთხვევაა

მუნიციპალიტეტის საჩუქარი ბაღებს

ნინი ოსეფიანი ბაღში ორი წელია რაც დადის. იმის გამო, რომ ძველი სათამაშოები არ მოსწონდა, აქამდე ბაღში სახლიდან საკუთარი თოჯინები მიჰქონდა. ახლა მეგობრებთან ერთად ახალი სათამაშოებით თამაშობს.

მესამე ბაგა-ბაღში ოთხი ჯგუფია. ბაღის გამგის ლიზა ღავთაძის თქმით, ახალი სათამაშოების მიღების შემდეგ ბავშვებს ბაღში მისვლა უხარიათ: ”90-იანი წლების შემდეგ სათამაშოები აღარ მიგვიღია, ბავშვები ძველი სათამაშოებით თამაშობდნენ. ჩვენ ბაღს 630 ლარის სათამაშოები გადმოეცა და ოთხივე ჯგუფს თანაბრად გავუნაწილეთ”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ცხრა ბაღი ფუნქციონირებს. აქედან ერთი ვალეშია. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ბაღებისთვის 5000 ლარი გამოიყო. 27 დასახელების სათამაშო მუნიციპალიტეტის ყველა ბაღში თანაბრად გადანაწილდა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მზია ქობესაშვილი ადგილობრივი ხელმძღვანელობის მადლობელია და ამბობს, რომ უახლოეს მომავალში რამდენიმე ბაღს ტექნიკასაც შეუძენენ: ”იგეგმება 8 მაცივრის. ორი გაზქურის და ხორცის ელექტრომანქანის შეძენა. ამისათვის გამგეობის მიერ ტენდერი უკვე გამოცხადებულია”.

მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ბაღებში გადასახადი ათი ლარით გაიზარდა და ამ ეტაპზე 30 ლარს შეადგენს. ქობესაშვილის თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მდგომარეობა უმჯობესდება, რაზეც ბაღებში ბავშვების რაოდენობაც მეტყველებს: ”მუშაობა 400 ბავშვით დავიწყეთ, დღეს კი 1000-ზე მეტი ბავშვი გვყავს. იმის გამო, რომ ბავშვებს ვეღარ ვიღებდით, გამგეობას თხოვნით მივმართეთ და პირველი ივნისიდან ოთხი სააღმზრდელო ჯგუფი დაგვიმატეს”.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბაღებს სათამაშოები გადაეცათ
ახალციხის ბაღებს მერიამ სათამაშოები შეუძინა
ახალციხის ოთხ ბაღში ისევ ღუმელებით თბებიან
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაღებს საჩუქრად სათამაშოები გადაეცათ
სოფელ წნისში ბაღი ჯერ არ, მაგრამ ბაღისთვის სათამაშოები უკვე აქვთ
ახალციხის ბაღებში დეზინფექცია ტარდება
ახალციხის ბაღებს ახალი ინვენტარი გადასცეს