FM97.5 / LIVE

120.000 ტბას და 200.000 ‘ახალციხის ციხეს’ – ქალაქის ბიუჯეტი დამტკიცდა

მთავარიეკონომიკა 23.12.2015
ქალაქ ახალციხის 2016 წლის ბიუჯეტი 9.887.700 ლარით დამტკიცდა, თუმცა, არა ერთხმად. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ბიუჯეტი ქალაქის განვითარებაზე არაა ორიენტირებული.

120.000 ტბას და 200.000 ‘ახალციხის ციხეს’ –  ქალაქის ბიუჯეტი დამტკიცდა

ქალაქ ახალციხის მომავალი წლის ბიუჯეტი, საკრებულოს დეპუტატებმა დღეს, 23 დეკემბერს, საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. 15 დეპუტატიდან სხდომას ერთი, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, კახა ბერიძე არ ესწრებოდა. დანარჩენი 14 დეპუტატიდან კი ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი 4–მა დეპუტატმა არ დაუჭირა.

„ბიუჯეტი არ არის ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული. დოკუმენტში შორს ხედვებიც უნდა იყოს. მაგალითად, ტბის ააიპ–ისთვის 120 ათასი ლარია გამოყოფილი, რაბათისთვის კი 200.000. რა არის ტბაზე ასეთი გასაკეთებელი? ჩვენ რომ ჩავაბარეთ, გაკეთებული იყო და არაფერი სჭირდებოდა. ისევ ამ ხელისუფლებამ გააფუჭა, ახლა აკეთებენ და ამაში ხარჯავენ ფულს“, – ამბობს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მალხაზ გიქოშვილი.

ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ დეპუტატმა ჯიმშერ გოგოლაურმაც. მისი თქმით, უმრავლესობამ მისი რეკომენდაცია ქალაქის მუსიკალური სკოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით არ გაითვალისწინა.

„რაც წელს ჰქონდათ პრიორიტეტები, ჯერ ის არ შეუსრულებიათ და რატომ უნდა დავუჯეროთ, რომ 2016 წელს შეასრულებენ?! ეს არ არის ბიუჯეტი, რომელიც მოსახლეობაზეა გათვლილი. უნდა გაკეთებულიყო სპორტული კომპლექსი, ასევე ქალაქის მერის დაპირება იყო, რომ სტუდენტებს საერთო საცხოვრებელს აუშენებდნენ, არცერთი დაპირება არ შესრულებულა“, – ამბობს ჯიმშერ გოგოლაური.

ახალციხის მერის გიორგი კოპაძის განმარტებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი ადგილობრივი შემოსავლებით, დაახლოებით ერთი მილიონით გაიზარდა, გაიზარდა თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებისთვისაც.

„ჩვენ ველოდებით ჩვენს კვოტას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც დაახლოებით 1.700.000 ლარია. გარდა ამისა, ველოდებით დამატებით შემოსავლებს 10.050 ლარის ოდენობით“, – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ.

„სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვაზე, საიდან ელოდებიან დამატებით დაფინანსებას, გიორგი კოპაძემ გვიპასუხა: „აუცილებელი არ არის ამის გახმაურება, არიან დონორები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხოური, რომლებიც აფინანსებენ სხვადასხვა პროერქტებს, მაგალითად საბავშვო ბაღებს“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რაზე დახარჯავენ თვითმმართველობები თანხებს 2017 წელს ცნობილია
ქალაქის საკრებულოს სხდომაზე განხილულ საკითხებს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა
ახალციხემ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ასპინძის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
რა საკითხები განიხილეს ქალაქის საკრებულოს სხდომაზე
ჯიმშერ გოგოლაური: საკრებულოს თანამშრომლების ხელფასი უნდა განახევრდეს
‘არ გვინდოდა მონაწილეობა შოუში და ცირკში’ – უმცირესობამ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა