FM97.5 / LIVE

ჯიმშერ გოგოლაური: საკრებულოს თანამშრომლების ხელფასი უნდა განახევრდეს

მთავარიპოლიტიკა 21.07.2014
თვითმმართველი ქალაქის ახალციხის საკრებულოში თანამშრომლების ხელფასის ოდენობის განსაზღვრას პროტესტი მოჰყვა.

ჯიმშერ გოგოლაური: საკრებულოს თანამშრომლების ხელფასი უნდა განახევრდეს

ქალაქ ახალციხის საკრებულოს 21 ივლისის სხდომაზე, რომელსაც 15 დეპუტატიდან 14 ესწრებოდა, ერთ–ერთ საკითხად საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განიხილეს.

აღნიშნულ საკითხს 14 დეპუტატიდან მხარი ერთმა არ დაუჭირა. „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი ჯიმშერ გოგოლაური ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 2 700 ლარია, მისი მოადგილის ხელფასი 2 150 ლარი, საკრებულო კომისიის თავმჯდომარეების 1 500 ლარი, საკრებულოს აპარატის წამყვანი საჯარო თანამდებობის პირების ხელფასი კი 1 490 ლარი და როცა ქვეყანაში ასეთი გაჭირვებაა, საჯარო მოხელეები ამხელა ხელფასს არ უნდა იღებდნენ.

„იგივე „ოცნება“, თუ სხვა ოპოზიციური პარტიები, ყოველთვის ვაპროტესტებდით, რომ საკრებულოსა და გამგეობაში საჯარო მოხელეებს დიდი ხელფასი აქვთ, იგივეს ტოვებენ დღესაც. ეს ფაქტობრივად სასაცილოა, რა უნდა აკეთონ ამ ხელფასის ტოლფასი, როცა ქვეყანაში და რაიონში ასეთი გაჭირვებაა“, – აცხადებს გოგოლაური.

ჯიმშერ გოგოლაური ერთადერთი იყო ვინც ამ საკითხს მხარი არ დაუჭირა:
„უმრავლესობაში არიან და თავიანთ ხელფასებს ხომ არ გაანახევრებენ. „ნაციონალური მოძრაობაც“ დაეთანხმა, იმიტომ, რომ მათი დადგენილია ეს ხელფასი“.

ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის კახა ბერიძის თქმით, სახელმწიფო სამსახურში მაღალი ხელფასი უნდა იყოს, რადგან დაბალხელფასიან სამსახურში არაპროფესიონალები იმუშავებენ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჯიმშერ გოგოლაური: საკრებულოს თავმჯდომარეს ერთ აქციაში მაინც უნდა მიეღო მონაწილეობა
ჯიმშერ გოგოლაური ახალციხის მერიას საშტატო განრიგს უწუნებს
ქალაქის საკრებულოს სხდომაზე განხილულ საკითხებს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა
ასპინძის თვითმმართველობაში ხელფასების მატება მაღალი თანამდებობის პირებს არ შეხებიათ
ახალციხის საკრებულოში დეპუტატების ხელფასის ოდენობა განსაზღვრეს
ბორჯომის საკრებულომ მერიის გაზრდილი ხელფასები დაამტკიცა
ჯიმშერ გოგოლაური ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარეს დაუპირისპირდა