FM97.5 / LIVE

ასპინძის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 21.12.2018
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი ისე დაამტკიცა, რომ მერიას მისი შენიშვნები არ გაუთვალისწინებია.

ასპინძის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

დღეს, 21 დეკემბერს ასპინძის ადგილობრივი ბიუჯეტი 4 300 000 ლარით დაამტკიცეს. მომვალი წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 800 000 ლარითაა გაზრდილი.

„თითქმის ყველა მუხლში რაღაცა თანხით გაზრდილია ბიუჯეტი, ჩვენ შენიშვნები გვქონდა ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე, ორივე მიმართულებით თანხის დამატებას ვითხოვდით, მაგრამ მერიამ არ გაითვალისწინა. ოღონდ დაგვპირდნენ, რომ ამ წელში მორჩენილ ნაშთს, სწორედ აქ გადაანაწილებენ“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე.

რა თანხა რჩება 2018 წელს ბიუჯეტიდან ნაშთის სახით ჯერ უცნობია. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ „ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც წლის ბოლოს ყველაფერი დაჯამდება“.

დღევანდელ სხდომას ასპინძის საკრებულოს 27 დეპუტატიდან 20 ესწრებოდა. მათ შორის 19–მა ბიუჯეტს მხარი დაუჭირა, ერთმა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მალხაზ მოსიძემ კი თავი შეიკავა.

„ჩემი შენიშვნა ძირითადად სოციალურ პროგრამებზე თანხის ნაკლებობა იყო, მაგრამ მერიამ არ გაითვალისწინა. კი დაგვპირდნენ ,ერე ცვლილებები შევაო, მაგრამ ახლა ჩვენი შენიშვნა ბიუჯეტში არ შეიტანეს“, – ამბობს მოსიძე.

ბიუჯეტს მხარი დაუჭირა საკრებულოში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ფრიდონ ლონდარიძემ: „მე მქონდა ჩემი პრეტენზიები, მაგრამ საბოლოოდ, გარკვეულ მუხლებში მომატებულია თანხა მაინც და მაგიტომ გადავწყვიტე მხარი დამეჭირა“.

სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებს შორის ასპინძის მუნიციპალიტეტი, პირველია ვინც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე დაამტკიცა. დანარჩენი ხუთი მუნიციპალიტეტი ბიუჯეტს სავარაუდოდ მომავალ კვირაში დაამტკიცებს.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხემ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ახალციხის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ასპინძის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
პრიორიტეტები ადიგენში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში – საკრებულოებმა ბიუჯეტი დაამტკიცეს
რაზე დახარჯავენ თვითმმართველობები თანხებს 2017 წელს ცნობილია
ახალციხის თემის ბიუჯეტი 6 400 000 ლარით განისაზღვრა
‘არ გვინდოდა მონაწილეობა შოუში და ცირკში’ – უმცირესობამ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა