FM97.5 / LIVE

‘არ გვინდოდა მონაწილეობა შოუში და ცირკში’ – უმცირესობამ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა

მთავარიეკონომიკა 17.12.2015
„4–მილიონიანი ბიუჯეტის ფონზე, ორი მილიონი ხელფასებსა და ხარჯებზეა გათვლილი“ , – ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტს დამტკიცებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მხარი არ დაუჭირეს.

‘არ გვინდოდა მონაწილეობა შოუში და ცირკში’ – უმცირესობამ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა
17 დეკემბერი, საკრებულოს N18 სხდომა, რომელზედ 2016 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა.

დღეს, 17 დეკემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N18 სხდომაზე, საკრებულომ 2016 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. ბიუჯეტი 4.452.000 ლარით განისაზღვრა.

სხდომას 26 დეპუტატი ესწრებოდა, ბიუჯეტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. უმცირესობის წარმომადგენლებს ბიუჯეტის განხილვისას არც წერილობითი შენიშვნები შეუტანიათ.

„ჩვენ არ გვინდოდა მიგვეღო მონაწილეობა შოუში და ცირკში, ძალიან კარგად ვიცით რაში უნდა დავხარჯოთ ჩვენი ძვირფასი დრო“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მაკა სუდაძე.

„ნაცმოძრაობის“ წევრების არგუმენტით, ბიუჯეტი გაუმართავი დოკუმენტია და არ აპირებენ, მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებლობა აიღონ: „4–მილიონიანი ბიუჯეტის ფონზე, ორი მილიონი ხელფასებსა და ხარჯებზეა გათვლილი“.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე. მისი თქმით, ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები თემში ინფრასტრუქტურისა და სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობაზე, ასევე, სკოლამდელი აღზრდის განვითარებასა და სოციალურ პაკეტზეა გათვლილი.

„ძალიან ბევრი რამ კეთდება მუნიციპალიტეტში. მიმდინარე წელს 100 პროექტზე მეტი განვახორციელეთ. შემუშავებული გვაქვს სამწლიანი გეგმა, თითოეულ სოფელში რა უნდა გაკეთდეს. არ ვიცი რატომ ამბობენ ამას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები, ეტყობა სხვა სათქმელი აღარ აქვთ“, – ამბობს მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე.

ახალციხის მუნიციალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გელა ლომიძე ამბობს, რომ ბიუჯეტის წინა განხილვის შემდეგ თითქმის არაფერი შეცვლილა, გარდა მიზნობრივი ტრანსფერისა: „11 ათასი ლარით გაიზარდა მიზნობრივი ტრანსფერის ოდენობა დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად. აღნიშნული თანხა დაემატა ააიპ „ჯანდაცვის სოციალურ სამსახურს“.

მისი თქმით, საკრებულომ გამგეობას ბიუჯეტის პროექტის შენიშვნების გარეშე დაუბრუნა.

დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა 12 საკითხი განიხილეს. მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ შესაძლოა ეს 2015 წელს საკრებულოს ბოლო სხდომა იყო.

‘არ გვინდოდა მონაწილეობა შოუში და ცირკში’ – უმცირესობამ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის თემის ბიუჯეტი 6 400 000 ლარით განისაზღვრა
ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიში უმცირესობის პროტესტის ფონზე
ახალციხემ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
2015 წლის ბიუჯეტს არასამთავრობოები ეცნობიან
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამ შტატს ამატებენ
ასპინძის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
‘ენმ’–ს პროტესტი – დეპუტატებმა ახალციხის თემში მიმდინარე საკრებულოს სხდომა დაწყებამდე დატოვეს