FM97.5 / LIVE

მერიის ჯილდო შსს-ს სამცხე-ჯავახეთის დანაყოფების ხელმძღვანელებს

მთავარისაზოგადოება 23.12.2015
ახალციხის მერიამ, სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, თეიმურაზ კალანდაძესა და საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს კობა კობახიძეს ძალისმიერი სიმჭიდში გამარჯვებისთვის სამადლობელო სიგელები გადასცა.

მერიის ჯილდო შსს-ს სამცხე-ჯავახეთის დანაყოფების ხელმძღვანელებს

„ახალციხის გამოჩენისთვის და სპორტში გამარჯვებისთვის“– მერიამ სამცხე–ჯავახეთის პოლიციის პირველ პირებს სიგელები დღეს, 23 დეკემებრს გადასცა. შეხვედრა ქალაქის მერის კაბინეტში შედგა.

მერიამ ის ხუთი ახალგაზრდაც დააჯილდოვა, რომლებიც ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმში მოინაწილეობდნენ.

ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის, ასევე ქალაქის მერის ინიციატივით, ხუთ ახალგაზრდას საახალწლო საჩუქრად 200 ლარი გადაეცემა. როგორც ქალაქის მერმა, გიორგი კოპაძემ აღნიშნა, სამცხე–ჯავახეთის ათლეტიზმის ფედერაცია მეოთხე თვეა არსებობს და ასეთი წაარმატება ქალაქისთვის მნიშვნელოვანია.

„მე გადავწყივიტე, რომ ხუთი ახალგაზრდა საახალწლოდ 200 ლარით დავაჯილდოვო. მათ დიდი წარმატება მოიპოვეს და პირველები გახდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ქალაქის მერმა.

სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კალანდაძემ ქალაქი მერს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ გვერდში უდგას ახალციხეში სპორტის ამ სსახეობის განვითარებას.

მერიას მადლობა გადაუხადა სამცხე–ჯავახეთის ათლეტიზმის ფედერაციის პრეზიდენტმა, სპარტაკ თაქთაქიძემაც: „ეს იყო მოულოდნელი, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გაგვემარჯვებინა. დიდი მადლობა მერიას მხარდაჭერისთვის“.

შეგახსენებთ, 20 დეკემბერს თელავში, ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმში გიორგი რეხვიაშვილის სახელობის საქართველოს თასის მეექვსე გათამაშება გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით გამართულ ჩემპიონატს წელს პირველად ახალციხეც შეუერთდა.

სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კალანდაძემ წოლჭიმში ღია ასაკობრივ დივიზიონში პირველი ადგილი აიღო. იგივე კატეგორიაში, ოღონდ ვეტერანების დივიზიონში, ასევე პირველი ადგილი საპატრულო პოლიციის სამცხე–ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ კობა კობახიძემ დაიკავა.

მერიის ჯილდო შსს-ს სამცხე-ჯავახეთის დანაყოფების ხელმძღვანელებს

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის პოლიციის პირველმა პირებმა ოქროს მედლები აიღეს
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი აბსოლუტური ჩემპიონი გახდა
ახალციხელმა სპორტსმენებმა ძალისმიერ სამჭიდში გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს
სამი ოქრო და გუნდური მეორე ადგილი ძალისმიერ წოლჭიმში
შსს–ს სამცხე–ჯავახეთის უწყებების თანაშრომლებმა რესპუბლიკურ ჩემპიონატზე 2 მედალი აიღეს
5 ოქრო და I ადგილი – შსს–ს გუნდის წამატება ძალისმიერი სამჭიდში
რომან გოგოლაურს წიგნის გამოცემას მერია დაუფინანსებს