FM97.5 / LIVE
ვერ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ 30–მდე ბინა თავისუფალი დარჩა; ვის შეასახლებენ თავისუფალ ფართში?">

ვის შეასახლებენ დევნილებისთვის გარემონტებულ თავისუფალ ბინებში

მთავარიეკონომიკა 19.12.2015
ახალციხეში 40–მდე დევნილმა ახალგარემონტებულ კორპუსებში ბინა ვერ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ 30–მდე ბინა თავისუფალი დარჩა; ვის შეასახლებენ თავისუფალ ფართში?

ვის შეასახლებენ დევნილებისთვის გარემონტებულ თავისუფალ ბინებში
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, რომ ის ოჯახები, რომლებმაც ახალციხეში ბინები ვერ მიიღეს მათ საკუთრებაში რეგისტრირებული სახლები აღმოაჩნდათ. პირველ ეტაპზე კი პრიორიტეტი სოციალურად შეჭირვებულებზე გაკეთდა.

თუმცა, მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, არიან ისეთ მრავალსულიანი ოჯახები, რომლებსაც ერთოთახიან ბინას ვერ გადასცემენ და მათთვის საჭირო სამოთახიანია: „ვფიქრობთ ალტერნატიულ შეთავაზებაზე“.

დარჩენილი თავისუფალი ბინები, შესაბამისი კომისიის მიერ პირველ რიგში სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები სხვა დევნილების გადასაცემად განიხილება. თუ ამის შემდეგ თავისუფალი ფართი ისევ დარჩება, მას სხვა რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შესთავაზებენ. ასეთის არ არსებობის, ან მათი მხრიდან უარის მიღების შემთხვევაში კომისია ეკომიგრანტებისთვის შეთავაზებაზე იმსჯელებს.

„ეს ბინები დევნილებისთვის აშენდა და აქ სხვა ვერავინ იცხოვრებს. თუმცა, თუ აქ ფართი თავისუფალი დაგვრჩება, მაშინ ისევ ჩვენი სამინისტროს ბენეფიციარებისთვის გამოვიყენებთ. მაგალითად ადიგენში ბევრი ეკომიგრანტი გვყავს და ბინას მას გადავცემთ, მაგრამ ასეთი შემთხვევები თითქმის არ გვაქვს–ხოლმე“, – გვიხსნიან სამინისტროში და ამატებენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ამის შესახებ კომისია იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 19 დეკემბერს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ახალციხეში ახალგარემონტებულ კორპუსში საცხოვრებლად დევნილებს გასაღებები თავად გადასცა. რუსთაველის N113–ში 26 ოჯახი შეასახლეს. აქ სულ 66 ბინაა: 13-ერთოთახიანი, 32-ოროთახიანი და 21-სამოთახიანი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დევნილების ნაწილმა ახალციხეში ბინა ვერ მიიღო
დევნილები ახალციხეში ბინებს მარტში მიიღებენ
ახალციხეში დევნილებს ბინები გადაეცათ
ახალციხეში მცხოვრებ დევნილებს ბინებს ჯერ არ გადასცემენ
ბორჯომში მცხოვრებ დევნილებს ბინები გადასცეს
დევნილები ახალციხეში ბინებს ერთ თვეში მიიღებენ
ახალციხეში რეგისტრირებული დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კეთდება