FM97.5 / LIVE

შსს საგზაო უსაფრთხოების პროგრამის კომპონენტებს განმარტავს

მთავარისაზოგადოება 17.12.2015
შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის კომპონენტებს განმარტავს და აქვე აანონსებს, რომ მართვის უფლების მქონე პირთა წინასწარი ინფორმირებისათვის საინფორმაციო კვირეულს იწყებს.

შსს საგზაო უსაფრთხოების პროგრამის კომპონენტებს განმარტავს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პრევენციული მიმართულების გაძლიერების მიზნით შემოდის მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულათა სისტემა. საყურადღებოა, რომ მსგავსი მოდელი მსოფლიოს 21 ქვეყანაში, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, წარმატებით მოქმედებს და აღნიშნული კანონპროექტი სწორედ დასავლეთში აპრობირებული მექანიზმის ძირეულ შესწავლასა და ანალიზს ეფუძნება.

პროექტის თანახმად, ყოველი კალენდარული წლის 1 იანვარს მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება, რომელიც ძალაში იქნება იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების შემცირებას, ხოლო ქულათა რაოდენობის მთლიანად ამოწურვა - მართვის უფლების გაუქმებას (შეწყვეტას). ასეთ შემთხვევაში, მართვის უფლების ხელახალი მოპოვებისთვის მოქალაქემ შესაბამისი კატეგორიის თეორიული გამოცდა უნდა ჩააბაროს. გამოცდის ჩაბარებას ის მართვის უფლების გაუქმებიდან 2 თვის შემდეგ შეძლებს.

"აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ ქულების შემცირება არ მოხდება ვიდეორეგისტრატორის და უკონტაქტო პატრულირების დროს გამოწერილი ქვითრით. დამრღვევ მძღოლს ქულები მხოლოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის შეუმცირდება. აღსანიშნავია, რომ ქულების დაკლება მოხდება საჯარიმო ქვითრის გამოწერის პარალელურად. მაგალითად, მუხლი 1181 - ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა, აღნიშნული მუხლის დარღვევის შემთხვევაში, მგზავრს 100 ქულიდან გამოაკლდება 10 ქულა და ამასთან დაჯარიმდება 30 ლარით.

„რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევაზე ქულების მინიჭების კრიტერიუმებს, სამინისტრომ პროგრამის შემუშავებისას გაითვალისწინა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და ქულების ოდენობა თითოეულ დარღვევაზე განისაზღვრა ამა თუ იმ დარღვევის რისკიდან და მისი ინტენსივობიდან გამომდინარე“, – აცხადებენ სამინისტროში.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემის ეფექტიანად ამოქმედების მიზნით, მათ შორის, ელექტრონული სისტემის დანერგვის, ქულათა მინიჭების, მათი შემცირებისა და ამოწურვის, აგრეთვე, მართვის უფლების მქონე პირთა წინასწარი ინფორმირებისათვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს შესაბამისი ადმინისტრირების წესების შემუშავებასა და დამტკიცებას.

შეგახსენებთ, დევიზით – "შენი გულისთვის–შენი უსაფრთხოებისთვის" – შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას იწყებს. სამინისტროში ამბობენ, რომ პროგრამა რეალობის საჭიროებებზეა მორგებული და მისი მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლება.

პროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზების წინააღმდეგ (არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა) ადმინისტრირების გაუმჯობესება; სამგზავრო ავტობუსების მოძრაობაზე კონტროლის გაუმჯობესება; ქვეყანაში არსებული ავტოპარკის განახლების წახალისება; სიჩქარის მობილური დეტექტორების გამოყენება, ე.წ. „უკონტაქტო პატრულირება“; გზებზე და ქალაქებში არსებული „შავი წერტილების“ განეიტრალება; 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა; ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის კანონმდებლობის გამკაცრება; მოძრაობის წესების დარღვევებზე ქულების სისტემის შემოტანა და მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა.

ახალი წესების თანახმად, მართვის მოწმობას ქულები ენიჭება და ვადიანი ხდება. მოძრაობის წესის დარღვევისთვის მძღოლები ფულადი ჯარიმითაც დაჯარიმდებიან და გარკვეული რაოდენობის ქულასაც დაკარგავენ.

კამპანიის ფარგლებში მომზადდა სოციალური ვიდეორგოლი.

ვიდეორგოლის კონცეფცია – ყოველ ჯერზე, როდესაც ვარღვევთ საგზაო მოძრაობის წესებს, ჩვენ საფრთხეში ვაგდებთ ჩვენს და სხვის სიცოცხლეს.



კამპანიისთვის მომზადდა ლოგო:

კამპანიის ლოგოს კონცეფცია – “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანია მოქალაქეების სიცოცხლის დაცვას ემსახურება, სწორედ ამიტომ კამპანიის ლოგო აწყობილია სხვადასხვა საგზაო მოძრაობის ნიშნებით და მას გულის ფორმა აქვს, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ თითოეულ მათგანს დავიცავთ, ამით გავუფრთხილდებით ჩვენი და გარშემომყოფების სიცოცხლეს.” – აცხადებენ პროექტის ავტორები

შსს საგზაო უსაფრთხოების პროგრამის კომპონენტებს განმარტავს

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას იწყებს
ამოქმედდა თუ არა მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა – შსს–ს განმარტებები
პარლამენტი 'საგზაო მოძრაობის შესახებ' კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვებს უბრუნდება
პარლამენტმა ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები  დაამტკიცა
დღეს პარლამენტი 'საგზაო მოძრაობის შესახებ' საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობას დაასრულებს
'საგზაო მოძრაობის შესახებ' კანონში ცვლილებს იურიდიული კომიტეტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს
პარლამენტმა მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის შემოღებას მხარი I მოსმენით დაუჭირა