FM97.5 / LIVE

პარლამენტმა ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.04.2017
დღე, 21 აპრილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი.

პარლამენტმა ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები  დაამტკიცა
”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონპროექტს 89 დეპუტატიდან ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი. კანონპროექტი უკონტაქტო პატრულირებასა და მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის შემოღებას გულისხმობს.

"საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებებითა და თანდევი პროექტების პაკეტის თანახმად, თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც მართვის მოწმობის მფლობელის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში იქნება ჩადენილი, გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას.

კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირება მართვის უფლების შეჩერებას გამოიწვევს, რის გამოც მართვის უფლების მისაღებად პირი იძულებული იქნება გამოცდა ხელახლა ჩააბაროს.

კალენდარული წლის განმავლობაში ქულების 0-მდე განმეორებით შემცირების შემთხვევაში სამართალდამრღვევს არ ექნება უფლება გავიდეს მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე მართვის უფლების შეჩერებიდან 1 კალენდარული წლის გასვლამდე.

კანონპროექტი ძალაში 1 ივლისიდან შევა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პარლამენტმა მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის შემოღებას მხარი I მოსმენით დაუჭირა
დღეს პარლამენტი 'საგზაო მოძრაობის შესახებ' საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობას დაასრულებს
'საგზაო მოძრაობის შესახებ' კანონში ცვლილებს იურიდიული კომიტეტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს
შსს–ს განმარტებით, მართვის მოწმობის 100–ქულიანი სისტემა არ ამოქმედებულა
მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება
ორ დღეში მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა  ამოქმედდება
გამოკითხვა: რას ფიქრობენ ახალციხეში მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემაზე [Video]