FM97.5 / LIVE

ამოქმედდა თუ არა მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა – შსს–ს განმარტებები

მთავარისაზოგადოება 05.01.2016
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამა, ჯერ კანონპროექტის სახითაა წარდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი კომპონენტები არ ამოქმდებულა.

ამოქმედდა თუ არა მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა – შსს–ს განმარტებები

როგორც სამინისტროში განმარტავენ, 2016 წლის 1 იანვრიდან არ ამოქმედებულა არც მართვის მოწმობაზე მინიჭებული შეფასების ე. წ. 100 ქულიანი სისტემა.

„აღნიშნული ინიციატივა პარლამენტის განხილვის საგანია და ჯერ მხოლოდ კანონპროექტის სახითაა წარმოდგენილი. ეს იმას ნიშნავს,რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი , რომ მართვის მოწმობებთან მიმართებაში მსგავსი რეგულაცია ფუნქციონირებდეს, არ არსებობს“, – განმარტავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი თეა პერტაია.

მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი კანონის ძალას მიიღებს, დაიწყება ფართომასშტაბიანი საინფორმაციაო კამპანია და შესაბამისად, ამის თაობაზე თითოეული მძღოლი ინფორმირებული იქნება.

შეგახსენებთ, სახელწოდებით "შენი გულისთვის – შენი უსაფრთხოებისთვის",შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალ პროგრამას იწყებს. პროგრამის პრეზენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში გასული, 2015 წლის 3 დეკემბერს შედგა.

პროგრამა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს: ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზების წინააღმდეგ (არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა) ადმინისტრირების გაუმჯობესება; სამგზავრო ავტობუსების მოძრაობაზე კონტროლის გაუმჯობესება; ქვეყანაში არსებული ავტოპარკის განახლების წახალისება; სიჩქარის მობილური დეტექტორების გამოყენება, ე.წ. „უკონტაქტო პატრულირება“; გზებზე და ქალაქებში არსებული „შავი წერტილების“ განეიტრალება; 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა; ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის კანონმდებლობის გამკაცრება; მოძრაობის წესების დარღვევებზე ქულების სისტემის შემოტანა და მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე პროგრამის არცერთი კომპონენტი არ ამოწმედებულა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას იწყებს
პარლამენტი 'საგზაო მოძრაობის შესახებ' კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვებს უბრუნდება
შსს საგზაო უსაფრთხოების პროგრამის კომპონენტებს განმარტავს
შსს–ს განმარტებით, მართვის მოწმობის 100–ქულიანი სისტემა არ ამოქმედებულა
საქართველოში ფარული პატრულირების შემოღება იგეგმება
‘ჯარიმას ხომ ვიხდი და მაინც დავარღვევ ვეღარ იმუშავებს’– მინისტრის მოადგილე ცვლილებებზე
პარლამენტმა მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის შემოღებას მხარი I მოსმენით დაუჭირა