FM97.5 / LIVE

საქართველოში ფარული პატრულირების შემოღება იგეგმება

მთავარისაზოგადოება 03.12.2015
საქართველოში ფარული პატრულირების შემოღება იგეგმება – პოლიციის მანქანები ამოსაცნობი ნიშნების გარეშე იმოძრავებენ.

საქართველოში ფარული პატრულირების შემოღება იგეგმება

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა შსს-ში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

"მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ასევე საქართველოსთვის პოლიციის შესაძლებლობის გაძლიერება და ფარული პატრულირების შემოღება, რაც გულისხმობს, რომ პოლიციის მანქანები ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, მაგალითად, მიკროავტობუსის ფორმით, წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით იმოძრავებენ, ავტომატურად რეალურ დროში დააფიქსირებენ დარღვევებს და მძღოლთან კონტაქტის გარეშე მოხდება დამრღვევი პირების გამოვლენა და დაჯარიმება ვიდეოჯარიმების რეჟიმში", - განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ასევე იგეგმება გადასატანი რადარების შემოღება, რადგან დღეს წინასწარ ცნობილია, თუ სად დგას რადარი და მძღოლი ცდილობს ფრთხილად იყოს: „სხვადასხვა დროს ეს რადარები სხვადასხვა ადგილას იქნება განთავსებული ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორივე მექანიზმი, რომელიც სიახლეა, გააძლიერებს, ერთი მხრივ, პოლიციის შესაძლებლობებს, რომ გზა გააკონტროლონ და მეორე მხრივ, მძღოლებს გაუჩენს განცდას, რომ რეალურად კონტროლი ხორციელდება იქ, სადაც საპატრულო პოლიციის ციმციმები არ ჩანს".

შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას იწყებს, რომლის ფარგლებში არაერთი ცვლილებაა დაგეგმილი.

მაგალითად,
2016 წლის მარტიდან აიკრძალება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია;
მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო გამოცდის გავლა მოქალაქეებს შეიძლება ავტომანქანების რეალურ მოძრაობაში მოუწიოთ;
მართვის მოწმობას ქულა მიენიჭება და მისი მოქმედების ვადა პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმებზე იქნება დამოკიდებული, ყველა ჯარიმა გარკვეული ერთეულით შეამცირებს ქულებს.
იცვლება ჯარიმების ოდენობა სხვადასხვა დარღვევებზე, როგორიცაა არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა;
სასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციის მანქანისთვის გზის არდათმობა შესაძლოა 300 ლარით დაჯარიმდეს;
ასევე, დაგეგმილია სამგზავრო ავტობუსების მოძრაობაზე კონტროლის გაუმჯობესება;
ქვეყანაში არსებული ავტოპარკის განახლების წახალისება;
ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის კანონმდებლობის გამკაცრება.


[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ამოქმედდა თუ არა მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა – შსს–ს განმარტებები
შსს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას იწყებს
სასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციისთვის გზის არდათმობა შესაძლოა 300 ლარით დაჯარიმდეს
პარლამენტი 'საგზაო მოძრაობის შესახებ' კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვებს უბრუნდება
შსს საგზაო უსაფრთხოების პროგრამის კომპონენტებს განმარტავს
მართვის მოწმობის აღება რთულდება
მართვის მოწმობას ქულები ენიჭება და ვადიანი ხდება