FM97.5 / LIVE

პარლამენტი 'საგზაო მოძრაობის შესახებ' კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვებს უბრუნდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.02.2017
საქართველოს პარლამენტი საგზაო მოძრაობის შესახებ შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომლის მიზანი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

პარლამენტი 'საგზაო მოძრაობის შესახებ' კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვებს უბრუნდება

საკანონმდებლო პაკეტს დღეს, 20 თებერვალს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. მომხსენებელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი იქნება.

საკანონმდებლო პაკეტი იმ პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი წლის წინ შეიმუშავა.

პროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზების წინააღმდეგ (არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა) ადმინისტრირების გაუმჯობესება; სამგზავრო ავტობუსების მოძრაობაზე კონტროლის გაუმჯობესება; ქვეყანაში არსებული ავტოპარკის განახლების წახალისება; სიჩქარის მობილური დეტექტორების გამოყენება, ე.წ. „უკონტაქტო პატრულირება“; გზებზე და ქალაქებში არსებული „შავი წერტილების“ განეიტრალება; ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის კანონმდებლობის გამკაცრება; მოძრაობის წესების დარღვევებზე ქულების სისტემის შემოტანა და მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა.

ახალი წესების თანახმად, მართვის მოწმობას ქულები ენიჭება და ვადიანი ხდება. მოძრაობის წესის დარღვევისთვის მძღოლები ფულადი ჯარიმითაც დაჯარიმდებიან და გარკვეული რაოდენობის ქულასაც დაკარგავენ.

კანონში დაგეგმილი ცვლილება ითვალისწინებდა მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას, თუმცა კანონპროექტთა პაკეტიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული მუხლი ამოიღო.

აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი მთავრობამ პარლამენტს ჯერ კიდევ 2015 წელს წარუდგინა. განხილვის პროცესი კომიტეტებში გაიმართა. შედგა რამდენიმე სამუშაო შეხვდა, თუმცა მთელ რიგ საკითხზე აზრთა სხავადასხვაობის გამო პროცესი წინ აღარ წასულა.

პროგრამის ფარგლებში მომზადებულია ვიდეორგოლიც




[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ამოქმედდა თუ არა მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა – შსს–ს განმარტებები
შსს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას იწყებს
შსს საგზაო უსაფრთხოების პროგრამის კომპონენტებს განმარტავს
შსს–ს განმარტებით, მართვის მოწმობის 100–ქულიანი სისტემა არ ამოქმედებულა
საქართველოში ფარული პატრულირების შემოღება იგეგმება
შშს: უკონტაქტო პატრულირება მართვის მოწმობას ქულებს არ აკლებს
‘ჯარიმას ხომ ვიხდი და მაინც დავარღვევ ვეღარ იმუშავებს’– მინისტრის მოადგილე ცვლილებებზე