FM97.5 / LIVE

ავარია ახალციხეში – დაიმტვრა ‘გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’ ავტომანქანა

მთავარისამართალი » შემთხვევა 17.03.2016
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ახალციხის სერვისცენტრის თანამშრომელს, სამსახურის ავტომანქანით, ავარია შეემთხვა, რომლის შედეგად სამი მანქანა დაზიანდა, თავად კი გულ–მკერდის არეში ტკივილით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ავარია ახალციხეში – დაიმტვრა ‘გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’ ავტომანქანა

ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში დღეს, 17 მარტს, საღამოს, დაახლოებით 20:20 საათზე, კოსტავას ქუჩაზე მოხდა. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ პიკაპი ჯერ ქუჩის მარჯვენა მხარეს დაპარკინგებულ ორ მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა, შემდეგ კი ფეხით მოსიარულეთა ნაწილს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დასჭირდა პიკაპის მძღოლს, კომპანიის თანამშრომელს.

თვითმხილველების თქმით, სავარაუდოდ მძღოლი მოძრაობის დროს ცუდად გახდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ავარიაც ამიტომ შეემთხვა.
„ უცნაურად მოჰყავდა მანქანა, ჯერ ერთ მანქანას დაეჯახა, შემდეგ მეორეს და ბოლოს გაჩერდა“, – ამბობს ერთ–ერთი თვითმხილველი.
შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დამარების ჯგუფმა მძღოლი კლინიკა „იმედში“ გადაიყვანა.

სასწარაფო–სამედიცინო დახმარების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელის თქმით, კლინიკა „იმედში“ 65 წლის მამაკაცი გულ–მკერდის არეში ტკივილითაა გადაყვანილი.

ნამდვილად ეკუთვნის თუ არა ავტომობილი „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“, ეს ახალციხის სერვის–ცენტრია თუ სამცხე–ჯავახეთის, რა პოზიციაზე მუშაობს ავტომობილის მძღოლი და სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა თუ არა, ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად „სამხრეთის კარიბჭე“ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა.

„ცხრა საათზე უნდა დამირეკოთ?ეგრე ათასი ავარია ხდება“, – გვითხრა ნინო რამიშვილმა და ტელეფონი გაგვითიშა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის 1–ლი ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს "ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ".

ავარია ახალციხეში – დაიმტვრა ‘გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’ ავტომანქანა

ავარია ახალციხეში – დაიმტვრა ‘გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’ ავტომანქანა

ავარია ახალციხეში – დაიმტვრა ‘გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’ ავტომანქანა

ავარია ახალციხეში – დაიმტვრა ‘გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’ ავტომანქანა

ავარია ახალციხეში – დაიმტვრა ‘გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’ ავტომანქანა

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ავტომობილი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა
ავარია ახალციხეში – დაშავდა 2 მოქალაქე, დაიმტვრა 6 მანქანა
ავარია ივლიტასთან – დაშავებულია 5 ადამიანი
ავარია ახალციხეში – დაიმტვრა სამი მანქანა და დაშავდა ერთი მგზავრი [Photo]
ახალციხიდან თბილისისკენ მიმავალ ‘მარშუტკას’ ავარია შეემთხვა
ავარია ბორჯომში – დაშავდა სამი ადამიანი
ახალციხეში 33 წლის ქალს მანქანა დაეჯახა