FM97.5 / LIVE

რეგიონში მომუშავე არასამთავრობოებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

მთავარიეკონომიკა 11.12.2015
აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა რეგიონებში კონკრეტული პრობლემის მოგვარების მიზნით მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.

რეგიონში მომუშავე არასამთავრობოებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის წარმომადგენლები ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ახალციხეში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ და მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. საინფორმაციო შეხვედრა "ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" შედგა.

"შეხვედრის მიზანი იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ, რომელიც რეგიონებისთვის გამოცხადდა. მათ აქვთ საშუალება, რომ შემოიტანონ განაცხადი და მიიღონ გრანტები, იმისთვის, რომ იმუშაონ ქალაქისთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. რა იქნება ეს მნიშვნელოვანი საკითხები, ამაზე ქალაქის მაცხოვრებლებთან უნდა შეთახმდნენ", – ამბობს ACCESS-ის პროგრამის ხელმძღვანელი თამარ ქაროსანიძე.

მისივე თქმით, არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აქვთ თავისუფალი არჩევანი თუ რაზე მოამზადებენ პროექტს, თუმცა არსებობს გარკვეული მითითებებიც.

"იმის გამო, რომ დღეს თვითმმართველობის რეფორმა მიმდინარეობს და კანონმდებლობით ახალი მოთხოვნაა ყველა მერიასთან იყოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები შექმნილი, ჩვენი ერთ–ერთი რეკომენდაციაა, არასამთავრობოებმა იმუშაონ იმაზე, რომ ეს საბჭოები იყოს ქმედითი და ეფექტური, ან იმუშაონ იმაზე, რომ ბიუჯეტირების პროცესი იყოს უფრო გამართული. მაგრამ თუ ისინი ჩათვლიან, რომ სხვა საკითხები არის უფრო პრობლემური, შეუძლიათ სხვა კუთხით შემოიტანონ განაცხადი", – ამბობს თამარ ქაროსანიძე.

კონკურსი უკვე გამოცხადებულია და განაცხადების მიღების ბოლო ვადა 24 დეკემბერია. აღნიშნული კონკურსის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით სულ ოთხი გრანტი უნდა გაიცეს, თუმცა თამარ ქაროსანიძის თქმით, ახალციხეს, ქუთაისსა და ბათუმს პრიორიტეტი მიენიჭება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ანგარიშს წარადგენს
აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის საანგარიშო შეხვერდა ახალციხეში
საგრანტო კონკურსი საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებისთვის
საგრანტო კონკურსი საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებისთვის
აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი სამოქალაქო გაძლიერების ახალ პროექტს იწყებს
კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა