FM97.5 / LIVE

საგრანტო კონკურსი საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებისთვის

მთავარისაზოგადოება 26.11.2014
აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებს, შესაძლებლობას აძლევს ტრანსსასაზღვრო პროექტები განახორციელონ.

საგრანტო კონკურსი საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებისთვის

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში (EaPTC), ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, თემებს და სამოქალაქო ორგანიზაციებს სომხეთისა და საქართველოს მეზობელი რაიონებიდან, შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ ტრანსსასაზღვრო პროექტებში. პროგრამის ბიუჯეტი ორივე ქვეყნისთვის 1.35 მილიონი ევროა.

პოტენციურ პარტნიორებს: შირაქიდან, ლორიდან და თავუშიდან, სომხეთის მხრიდან, ხოლო საქართველოდან: ქვემო ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან, განაცხადის შეტანა 2015 წლის 3 თებერვლამდე შეუძლიათ.

ახალი ინიციატივის მთავარი პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ტურიზმის სექტორის განვითარება, გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარება, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება და მულტიკულტურული დიალოგი რეგიონების საზღვრების ფარგლებში.

აპლიკაციის ფორმა, პროექტში მონაწილეობის კრიტერიუმები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://eaptc-ma.eu/en/page/cat/1/armenia---georgia/

განაცხადების შეტანა შესაძლებელია EaPTC-ის ოფისში, ელენე ახვლედიანის აღმართი 5, 0103 თბილისი, საქართველო.

პროექტის მხარდამჭერი პროგრამა EaPTC საინფორმაციო სახის შეხვედრებს ატარებს სომხეთსა და საქართველოში, სადაც დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ უფრო მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ. საქართველოში შეხვედრა გაიმართება: 17 ნოემბერს 10.00 საათზე რუსთავში, USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის ოფისში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა (EaPTC) მიზნად ისახავს სასაზღვრო რეგიონებში არსებული სოციალური და ეკონომიკური განვითარების გამოწვევების ფონზე, ხელი შეუწყოს და გააძლიეროს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, როგორც რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე სხვადასხვა თემებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საგრანტო კონკურსი საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებისთვის
საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონები ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ
ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებს ახალციხეში ტრენინგზე იწვევენ
ევროკავშირი საქართველოსა და სომხეთს ტერიტორიული თანამშრომლობისთვის ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ევროკავშირის შეთავაზება სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს
ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების ფორუმი გაიმართება
ახალგაზრდული პროექტი ტურისტული შესაძლებლობების განვითარების მიზნით