FM97.5 / LIVE

ხანძთელის ქუჩაზე წყლის მილი ისევ დაზიანდა

მთავარისამართალი » შემთხვევა 10.12.2015
ახალციხეში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე თვის წინ წყლის მილები შეცვალეს, ქუჩა ამ დრომდე პერიოდულად იტბორება. როდის გადავა წყალმომარაგება ახალ სისტემაზე, რისთვისაც 2.070.000 ლარი დაიხარჯა;

ხანძთელის ქუჩაზე წყლის მილი ისევ დაზიანდა
ხანძთელის ქუჩაზე მილის დაზიანების ეს პირველი შემთხვევა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა დაზიანებული მონაკვეთი არაერთხელ აღადგინეს, მილი ერთი და იგივე ადგილზე სკდება.

მილია დაზიანებული ამავე ქუჩაზე დაახლოებით 50 მეტრიან მონაკვეთშიც. აქ წყლის ძლიერმა ნაკადმა ასფალტის საფარიც დააზიანა.

წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ ხშირი დაზიანების მიზეზი ძველი მილებია.

„ხანძთელის ქუჩაზე მილები, რომლებიც დაზიანდა 1953 წელს არის გაყვანილი და ხშირი დაზიანების მიზეზი სწორედ ეს არის. ასეთი მილები კომპანიამ ქალაქის ტერიტორიაზე 60 პროცენტი უკვე შეცვალა დარჩენილია სამი უბანი“, – ამბობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ნინო რამიშვილი.

მისი თქმით, კომპანიის ტექნიკური სამსახური უკვე გასულია დაზიანების ადგილზე: "16:00 საათისთვის დაზიანება აღმოფხვრილი იქნება და მოსახლეობას წყალმომარაგება აღუდგება".

გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე სასმელი წყლის სისტემის შეცვლა 2015 წლის თებერვალში დაიწყო და აგვისტოში დაასრულდა.

წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ გარდა ამისა მილები შეიცვალა ქალაქის თითქმის ყველა უბანში, თუმცა ახალ სისტემაში წყალი ამ დრომდე არ გაუშვიათ.

„სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ამ ეტაპზე გამრიცხველიანება მიმდინარეობს. ახალ ქსელზე გადრთვა მრიცხველების დამონტაჟების შემდეგ მოხდება. სამუშაოები 2016 წელში უნდა დასრულდეს“, – ამბობს ნინო რამიშვილი.

სასმელი წყლის სისტემის შესაცვლელად ევროპის საინვესტიციო ბანკმა 2.070.000 ლარი გამოყო. დამკვეთი მუნიციპალური განვითარების ფონდია. სამუშაოებს აზერბაიჯანულ–ქართული შპს „ასნაფი“ ასრულებს.

ხანძთელის ქუჩაზე წყლის მილი ისევ დაზიანდა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში  სასმელი წყლის დაზიანებული მილი ხანძთელის ქუჩას ტბორავს
ხანძთელის ქუჩაზე ამოსული წყალი ადგილობრივის სარდაფს ტბორავს
ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ახალციხეში სამ ქუჩაზე წყლის ცენტრალურ სისტემას ცვლიან
წყლის მილის დაზიანების გამო ახალციხეში, მანველიშვილის ქუჩა გადაკეტილია
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე დაზიანებულ წყლის მილს ხვალ შეაკეთებენ
ორბელიანის ქუჩაზე სასმელი წყლის მილი დაზიანდა