FM97.5 / LIVE

ახალციხეში სასმელი წყლის დაზიანებული მილი ხანძთელის ქუჩას ტბორავს

მთავარისაზოგადოება 25.09.2015
ახალციხეში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე, ორი დღეა სასმელი წყლის მილია დაზიანებული, რის გამოც N34–ში მდებარე კორპუსის მაცხოვრებლებს სასმელი წყალი შეზღუდვით მიეწოდებათ, ასევე, იტბორება ქუჩა და ზიანდება ასფალტის საფარი.

ახალციხეში  სასმელი წყლის დაზიანებული მილი ხანძთელის ქუჩას ტბორავს
გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე წყლის მილი გუშინ, 24 სექტემბერს დაზიანდა. წყლის დიდმა ნაკადმა დააზიანა ასფალტიც. გახეთქილი მილიდან წყალი მთელ ქუჩაზე მიედინება.

დაზიანებული მილის გამო წყალი არ ადის N34–ში მდებარე ხუთსართულინი კორპუსის მეორე სართულამდე.

მილის დაზიანების შესახებ წყალმომარაგების კომპანიის ახალციხის სერვისცენტრს, მოსახლეობამ გუშინვე შატყობინა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე წყლის მილის დაზიანების ეს პირველი შემთხვევა არ არის. დაახლოებით 15 მეტრიან მონაკვეთზე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მილი არაერთხელ დაზიანდა.

ხანძთელის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, 25 სექტემბერს, შუადღეს დაიწყეს.

სერვისცენტრის ხელმძღვანელის გია დალალიშვილის განმარტებით აღნიშნულ ტერიტრიაზე საბოლოოდ პრობლემა მას შემდეგ მოგვარდება, რაც ძველი ხაზები ჩაიჭრება და ახალ სისტემაზე გადაერთვება.

წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი აცხადებენ, ახალ სისტემაზე ქსელს მას შემდეგ გადართავენ, რაც გამრიცხველიანება დასრულდება, გამრიცხველიანებას კი მომავალი კვირიდან დაიწყებენ.

წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლების მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების დროს ასფალტის საფარი ზიანდება, თუმცა, მისი აღდგება აღარ ხდება. როგორც წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, ასფალტის დასაგებად კომპანიას ხელშეკრულება შპს „მესხეთი ავტოგზასთან“ აქვს გაფრომებული და ის დაზიანებულ მონაკვეთებს პერიოდულად აღადგენს.

ახალციხეში  სასმელი წყლის დაზიანებული მილი ხანძთელის ქუჩას ტბორავს

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხანძთელის ქუჩაზე წყლის მილი ისევ დაზიანდა
ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
წყლის მილის დაზიანების გამო ახალციხეში, მანველიშვილის ქუჩა გადაკეტილია
ორბელიანის ქუჩაზე სასმელი წყლის მილი დაზიანდა
ხანძთელის ქუჩაზე ამოსული წყალი ადგილობრივის სარდაფს ტბორავს
რატომ ეშინიათ დაზიანებული წყლის მილის ხაშურის ქუჩაზე მცხოვრებლებს?
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე დაზიანებულ წყლის მილს ხვალ შეაკეთებენ