FM97.5 / LIVE

პირველი სკოლის დაცლილ შენობაში ინვენტარს უკან აბრუნებენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 03.09.2015
რატომ გადაიდო ახალციხის N1 საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია; ვისი ნებართვით დაიწყო სკოლიდან ინვენტარის დაცლა მანამდე, ვიდრე ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდებოდა და რა პასუხი აქვს ამასთან დაკავშირებით სკოლის ხელმძღვანელობას;

პირველი სკოლის დაცლილ შენობაში ინვენტარს უკან აბრუნებენ

ახალციხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ისევ გაურემონტებელ სკოლაში მოუწევთ. სკოლის რეაბილიტაცია, რომელსაც აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (“Millennium Challenge Corporation- MCC”) აფინანსებს, გაურკვეველი დროით გადაიდო. მიზეზი ჩაშლილი ტენდერია.

სკოლის ხელმძღვანელობამ შენობის დაცლა 5 აგვისტოს დაიწყო, მერხები სკამები, დაფები და სხვა სასკოლო ნივთები, მესამე საჯარო სკოლისა და გამგეობის ყოფილ შენობაში გადაზიდეს. როგორც სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური განმარტავს, შენობის დაცლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ტელეფონით დაურეკეს და უთხრეს სკოლა დაეცალათ, თუმცა ვინ დაურეკა, ან რომელი კომპანიიდან, ვერ აკონკრეტებს. სკოლის შენობის დაცლის შესახებ მანვე ჩააყენა საქმის კურსში ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრიც.

პირველი სკოლის დაცლილ შენობაში ინვენტარს უკან აბრუნებენ „სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ვინ დამირეკა, მითხრეს სკოლის რემონტს ვიწყებთ და შენობა დაცალეთო. პრობლემა არ არის, სკოლის შენობას რეაბილიტაცია აუცილებლად ჩაუტარდება, უბრალოდ დროში გადაიწია. პირველი ტენდერი ჩაიშალა, სატენდერო პროცესის გაუქმების მიზეზად დასახელდა ის ფაქტი, რომ წარმოდგენილი ფასი აღემატებოდა სავარაუდო ბიუჯეტს“, – ამბობს ჟუჟუნა გოგოლაური.

მისი თქმით, შენობის დაცლას ინვენტარისგან ორი დღე მოანდომეს, მერხების და სკამების გატანაში კი უსასყიდლოდ, ამავე სკოლის კურსდამთავრებულები დაეხმარნენ: „ბოლომდე არც კი გვქონდა გატანილი. ყველა ნივთი უკვე მოვიტანეთ, ადგილზეა და ხვალისთვის მზად იქნება ყველა საკლასო ოთახი. როდესაც გადაწყდება სკოლის რეაბლიტაციის თარიღი, ჩვენ დაველოდებით განათლების სამინისტროსგან ოფიციალურ წერილს და ამის შემდეგ დავცლით ისევ სკოლას. ეს სავარაუდოდ ოქტომბერში იქნება“.

პირველი სკოლის დაცლილ შენობაში ინვენტარს უკან აბრუნებენ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვთ, თუმცა კომენტარისთვის ისევ სკოლაში გვამისამართებენ.

„ჩემი ინფორმაციით, სკოლა მზად არის სასწავლო წლის დასაწყებად, დანარჩენ დეტალებზე მიმართეთ სკოლას. მე ამჟამად შვებულებაში ვარ“, – განაცხადა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ხმალაძემ.

რატომ დაიწყეს სკოლის დაცლა იქამდე, ვიდრე ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდებოდა და ვისი მოთხოვნით, ინფორმაცია არ აქვთ არც აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლებს.

„ამის შესახებ სკოლის დირექციას უნდა მიმართოთ. ჩვენი ორგანიზაცია არ არის უფლებამოსილი, გავცეთ ბრძანება ან დავავალოთ დაცალონ სკოლა. სკოლის დაცლის გადაწყვეტილებას იღებს დირექტორი, სავარაუდოდ, სამინისტროსთან შეთანხმებით“, – ამბობს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველოს მთავრობასთან, ბიზნესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი გიორგი კოპალეიშვილი.
აღნიშნულ საკითხზე პასუხი ვერ მივიღეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგანაც.

პირველი სკოლის დაცლილ შენობაში ინვენტარს უკან აბრუნებენ როდის დაიწყება სკოლის რეაბილიტაცია და რამდენია გამოყოფილი, ამ ეტაპზე კონკრეტული რიცხვები უცნობია. თუმცა ის, რომ ახალციხის N1 საჯარო სკოლა 2015–2016 წლების სარეაბილიტაციო სკოლების სიაშია ჩასმული, გადაწყვეტილია. გადაწყვეტილია ისიც, რომ რეაბილიტაცია შემოდგომით დაიწყება.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველოს მთავრობასთან, ბიზნესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორის გიორგი კოპალეიშვილის განმარტებით, ზუსტი თარიღი მხოლოდ ტენდერის წარმატებით დასრულების შემდეგ გაირკვევა.

რაც შეეხება რეაბილიტაციისთვის გამოყოფილ თანხას, გვპასუხობს: „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის შესყიდვების წესების მიხედვით, ტენდერის ღირებულება კონფიდენციალურია ტენდერის მიმდინარეობის დროს და გასაჯაროვდება მხოლოდ ტენდერის დასრულების შემდეგ“.

პირველი სკოლის დაცლილ შენობაში ინვენტარს უკან აბრუნებენ მისივე თქმით, მთლიანობაში 100–მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის საქართველო აშშ–ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისგან 54 მლნ. აშშ დოლარს მიიღებს, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.

სკოლების რეაბილიტაციისთვის გამარჯვებული კომპანიების გამოსავლენად ტენდერები ეტაპობრივად ცხადდება. ამ ეტაპზე ტენდერი 8 სკოლის რეაბილიტაციისთვისაა გამოცხადებული. პირველი ტენდერი, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში გამოცხადდა, ჩაიშალა.
ხელახალი ტენდერი უკვე გამოცხადებულია, წინასატენდერო შეხვედრა გაიმართება 15 სექტემბერს, სატენდერო წინადადებების მიღება კი დასრულდება 5 ოქტომბერს.

პირველ საჯარო სკოლაში რეაბილიტაციისთვის მზადებას კვლავ განაგრძობენ. ამ ეტაპზე სარდაფებს ძველი მერხებისა და სკამებისგან ათავისუფლებენ.

„კომისია უნდა შევქმნა, მოვიწვიო აუდიტი, შევაფასებინო და აუქციონზე გავყიდოთ“, – ამბობს ჟუჟუნა გოგოლაური.

პირველი სკოლის დაცლილ შენობაში ინვენტარს უკან აბრუნებენ
სარდაფიდან გამოტანილი მერხები, რომლებსაც აუქციონზე გაყიდიან

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ ახალციხის პირველი სკოლის რეაბილიტაცია იწყება
ახალციხის პირველ სკოლაში რემონტის დასრულებას სწავლის დაწყებამდე გეგმავენ
ახალციხის  პირველი საჯარო სკოლის ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახალციხის პირველი სკოლა ხვალ საზეიმოდ გაიხსნება
ახალციხის პირველი სკოლა 15 სექტემბრისთვის რემონტს ვერ ასრულებს
დელეგაცია ‘ათასწლეულის გამოწვევის ფონდის’ მიერ რეაბილიტირებულ ვალის სკოლაში
პირველი სკოლის მშენებელი ყოველდღიურად 500 დოლარით ჯარიმდება