FM97.5 / LIVE

ახალციხის პირველ სკოლაში დემონტაჟი დასრულდა

მთავარისაზოგადოება » განათლება 11.02.2016
რა სამუშაოები დასრულდა და რა ეტაპზეა ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში მიმდინარე რემონტი; შენობის სრული რეაბილიტაციისთვის პროექტს სახურავისა და გათბობის მონტაჟიც ემატება;

ახალციხის პირველ სკოლაში დემონტაჟი დასრულდა

ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში პირველ სართულზე ბოლო კედლის დემონტაჟი მიმდინარეობს. ბოლო, მესამე სართულზე კი ლესვა და ელექტროობის გაყვანა უკვე დასრულებულია.

შენობაში დემონტაჟისთვის მშენებელ კომპანიას ერთი თვე დასჭირდა.

„თებერვლის ბოლოსთვის შესრულებული იქნება ლესვა, იატაკის მოჭიმვა, ელექტროგაყვანილობა, დავიწყებთ სველი წერტილების მოწყობას“, – ამბობს მშენებელი კომპანიის „ინტერ პლიუსის“ფინანსური დირექტორი ლექსო მათეშვილი.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 400 070 ლარით 4 500 კვადრატული მეტრი უნდა გაარემონტოს. გარდა ამისა, მათ მოუხდებათ სახურავის შეცვლა და გათბობის სისტემის დამონტაჟებაც, თუმცა ეს ამ თანხაში გათვალისწინებული არაა.

„ეს პროექტში არ იდო, ამიტომ ამისთვის პროექტი ახლა მზადდება. რა თანხა დაჯდება, ჯერ სრულად დათვლილი არ არის“, – აცხადებს მათეშვილი.

„ინტერ პლიუსს“ პირველი სკოლის რემონტისთივს დასაქმებული 38 კაცი ჰყავს. ამბობენ, რომ ყველა ადგილობრივია.

„სამუშაოები აგვისტოში უნდა დავასრულოთ, დროში ჩავეტევით“, – აცხადებენ მშენებლები.

„ინტერ პლიუსმა“ პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები 12 ინავარს დაიწყო.

შეგახსენებთ, შენობის რეაბილიტაციას აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (“Millennium Challenge Corporation- MCC”) აფინანსებს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას 19 ნოემბერს მოეწერა ხელი.

პირველის სკოლის 950 მოსწავლე დროებით ქალაქის სხვა სკოლებში სწავლობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პირველი სკოლის ‘რემონტი’ მეორე ვადაშიც ვერ დასრულდა
რა ეტაპზეა პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები
განახლდება თუ არა პირველს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს
პირველი სკოლის მშენებელი ფირმა ‘რემონტის’ გაჭიანურებას დამკვეთს  აბრალებს
MCA: „პირველი სკოლის მშენებელმა ფონდსაც პრობლემები შეუქმნა“
პირველი სკოლის მშენებელი ყოველდღიურად 500 დოლარით ჯარიმდება
ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ ახალციხის პირველი სკოლის რეაბილიტაცია იწყება