FM97.5 / LIVE

ახალციხის პირველი სკოლის პროექტში ცვლილებების შეტანა უხდებათ

მთავარიეკონომიკა 10.01.2016
ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები დაიწყო, თუმცა სკოლის რეაბილიტაცია პირვანდელი პროექტით არ დასრულდება.

ახალციხის პირველი სკოლის პროექტში ცვლილებების შეტანა უხდებათ
ახალციხის შოთა რუსთაველის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში ამ დროისთვის საკლასო ოთახებისა და კაბინეტების ნგრევა მიმდინარეობს. როგორც სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური აცხადებს, შენობის მხოლოდ კარკასი უნდა დატოვონ.

გოგოლაურის განმარტებით, მას შემდეგ რაც სკოლის ნგრევა დაიწყო, აქ უფრო მეტი სამუშაო აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ.

„2007–2008 წლებში სახურავი უხარისხო მასალით და ასევე უხარისხოდ იყო გადახურული, სახურავს შესაბამისი საყრდენები არ ჰქონდა.

სიცარიელე აღმოჩნდა ამავე დროს ჩასმულ ფანჯრებსა და კედლებს შორის. გარდა ამისა, ავარიული ვითარება დახვდათ მშენებლებს ძველ და ახალ კორპუსებს შორის. ამიტომ ცვლილებები შეაქვთ და შესაბამისად პროექტის ხარჯიც იცვლება“, – გვიხსნის გოგოლაური და ამატებს, რომ ამ ყველაფერს შედარებით მეტი დრო დასჭირდება, სამაგიეროდ ყველაფერი უსაფრთხოდ და ხარისხიანად გაკეთდება.

ახალციხის პირველი სკოლის პროექტში ცვლილებების შეტანა უხდებათ

მისივე თქმით, დრო დასჭირდა სკოლის ეზოს გარშემო მაცხოვრებლებთან მოლაპარაკებებსაც, რადგან მათი ნაწილის ეზოები და სათავსოები, სკოლასთან ძალიან ახლოს მდებარეობს: „1,50 მ. სკოლა გარშემო უსაფრთხოების მიზნით უნდა შემოღობონ. სპეციალური კომისია ამ ადამიანებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. გარდა ამისა, ერთ–ერთი მათგანის სახლის კედელი სკოლის დარბაზზეა მოდგმული, მშენებლები აცხადებენ, რომ თუ ხარაჩოების სახლზე გადატარების უფლებას მისცემენ, პრობლემა უმტკივენულოდ გადაიჭრება“.

უკვე დასრულებ სკოლაში პირველ სართულზე ცხრა, მეორეზე – 11 და მესამე სართულზე 16 საკლასო ოთახი განთავსდება. ასევე იქნება კაბინეტებიც.

„განათლების სამინისტრომ უკვე დაიანგარიშა დამდენი დაფა და კარადა გვჭირდება, ინვენტარითაც აღგვჭურვავენ. გარდა ამისა, სკოლის დარბაზისა და ეზოს კეთილმოწყობა არ იყონ გათვალისწინებული და პროექტს ესეც დაემატება“, – აცხადებს გოგოლაური.

მისი თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, რეაბილიტირებული სკოლა მას დაპირებისამებრ ივნისში ჩაბარდება, სექტემბერში ახალი სასწვლო წლის დაწყებას კი გარემონტებულ სკოლაში აიზეიმებენ.
შეგახსენებთ, რომ პირველი სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი მეორედ გამოცხადდა.

სკოლის ადმინისტრაციამ შენობის დაცლა 5 აგვისტოს დაიწყო და დაცალა კიდეც, თუმცა ტენდერის ჩაშლის გამო, ინვენტარის უკან შეტანა მოუხდა.

შენობის რეაბილიტაციას აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (“Millennium Challenge Corporation- MCC”) აფინანსებს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას 19 ნოემბერს მოეწერა ხელი.

პირველის სკოლის 950 მოსწავლე დროებით ქალაქის სხვა სკოლებში სწავლობს.

ახალციხის პირველი სკოლის პროექტში ცვლილებების შეტანა უხდებათ

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ ახალციხის პირველი სკოლის რეაბილიტაცია იწყება
ახალციხის პირველ სკოლაში დემონტაჟი დასრულდა
ორწლიანი ლოდინი სრულდება – პირველ სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად ემზადებიან
ახალციხის პირველი სკოლა ხვალ საზეიმოდ გაიხსნება
პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს
ახალციხის პირველი სკოლა 15 სექტემბრისთვის რემონტს ვერ ასრულებს
ახალციხის  პირველი საჯარო სკოლის ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს