FM97.5 / LIVE

მოლაპარაკება დასრულდა – ვალეში გაფიცულ მუშებს მოთხოვნებს არ უკმაყოფილებენ

მთავარისაზოგადოება 03.12.2015
ვალეში, სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტზე დასაქმებულ გაფიცულ მუშახელსა და კომპანიის ადგილობრივ ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

მოლაპარაკება დასრულდა – ვალეში გაფიცულ მუშებს მოთხოვნებს არ უკმაყოფილებენ

კერძოდ: გაფიცულების პირველი მოთხოვნაა სამუშაო საათები ისევ გაიზარდოს, რის შედეგადაც ანაზღაურებაც გაიზრდება. როგორც მუშები "სამხრეთის კარიბჭესთან" განმარტავენ, ადრე მათი სამუშაო დღე იწყებოდა 07:30 საათზე და საღამოს 19:00 საათამდე გრძელდებოდა, ბოლო რამდენიმე დღეა, სამუშაო დღე 08:00 საათზე იწყება და 18:00 საათზე მთავრდება.

სამუშაო დღის ხანგრძლივობის 1.5 საათით შემცირებას ანაზღაურების შემცირება მოჰყვა. მუშებს ხელფასი დაახლოებით 150–200 ლარით შეუმცირდათ. ისინი ამბობენ, რომ ადმინისტრაცია სამუშაო საათების შემცირებას ზამთარს უკავშირებს და არ თანხმდება მოთხოვნას, ძველ განრიგზე დაბრუნდნენ.

რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, მუშები ამბობენ, რომ მუშაობენ შაბათ დღესაც და კვირასაც. შაბათს ანაზღაურებას იმ გაანგარიშებით იღებენ, როგორც სხვა სამუშაო დღეებში, კვირას კი ორმაგს. მათი მოთხოვნაა, შაბათსაც, როგორს დასვენების დღეს, ორმაგი ანაზღაურება მიიღონ. კომპანიის ადგილობრივ ხელმძღვანელობაში უთხრეს, რომ არც ამ მოთხოვნას დაუკმაყოფილებენ.

მუშების მესამე მოთხოვნა, საკვებს უკავშირდება. ისინი ამბობენ, რომ შუადღის ლანჩზე მხოლოდ ჩაი აქვთ და მენიუს გაუმჯობესებას ითხოვენ. თუმცა, აქვე ამატებენ, რომ ეს მოთხოვნა არსებითად მნიშვნელოვანი არ არის და ძველ მენიუზეც თანახმა არიან.

მოლაპარაკება, რომელზეც 4 ადამიანი იყო შესული, დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდა.

რადგან "ბეხეტ–ენკას" ხელმძღვანელობა მოთხოვნებს არ დათაბნხმდა, მუშებმა გადაწყვიტეს საპროტესტო აქციები გააგრძელონ.

"ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს იქამდე, ვიდრე ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ", – აცხადებენ გაფიცულები.

მათივე თქმით, ხვალიდან ადმინისტრაციასთან აღარ შეუშვებენ მანქანებს, რომელთაც ხელმძღვანელობისთვის საჭმელი მიაქვთ. დღეს ეს მანქანები შეუშვეს.

ვალეს პარალელურად, აქციები მიმდინარეობს გარდაბანშიც. როგორც "სამხრეთის კარიბჭემ" გაარკვია, მოლაპარაკება გარდაბანშიც უშედეგოდ დასრულდა.

შეგახსენებთ, ვალეში, სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტზე დასაქმებულები მეორე დღეა პროტესტის ნიშნად მუშაობაზე უარს აცხადებენ.

იხილეთ გუშინდელი დღის ქრონიკა.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეში გაფიცულმა მუშებმა აქცია დაასრულეს
მუშების პროტესტი ვალეში, დღე II – ქრონიკა
ვალეში გაფიცულების მოთხოვნები კომპანიამ ნაწილობრივ  დააკმაყოფილა
დღე III - ვალეში გაფიცულმა მუშებმა პროტესტი განაახლეს
ვალეში გაფიცული მუშები ხვალ კომპანიის მენეჯერს შეხვდებიან
ვალეში გაფიცულებმა უფროსი არ გაატარეს გზაზე [Photo]
ვალეში გათავისუფლებული მუშები შესაძლოა გარდაბანში დაასაქმონ