FM97.5 / LIVE

მოვაჭრეები ძველ ბაზარში აპირებენ დაბრუნებას

მთავარიეკონომიკა 06.11.2012
ახალციხელი მოვაჭრეების ნაწილი კომფორტული ”ალფა მარკეტიდან” ისევ ღია ცის ქვეშ, ძველ ბაზარში აპირებს დაბრუნებას.ყოფილი ბაზრის ადმინისტრაცია დაბრუნების მსურველი მოვაჭრეებისთვის ტერიტორიის გახსნას ხვალიდან აპირებს.

მოვაჭრეები ძველ ბაზარში აპირებენ დაბრუნებას
მოვაჭრეები ძველ ბაზარში დაბრუნების მიზეზად სავაჭრო ცენტრში მყიდველის ნაკლებობას და სიცივეს ასახელებენ. თუმცა, ვიდრე ყოფილი ბაზრის ტერიტორია სავაჭროდ ოფიციალურად გაიხსნება, იქამდე ტერიტორიის მეპატონეებმა ერთმანეთში ფართი უნდა გაინაწილონ და პირობებზე შეთანხმდნენ.

კოსტავას ქუჩაზე მდებარე 2156 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას რამდენიმე მფლობელი ჰყავს. გარდა შპს ”ბაზრისა”, რომელსაც რვა მეწილე ჰყავს, როგორ ირკვევა ამ ტერიტორიას კიდევ ორი, მფლობელი ჰყავს. ორივე მათგანი კერძო პირია და არცერთი მათგანი ტერიტორიის სავაჭროდ გადაქცევას აღარ აპირებს.

ქალაქის ცენტრში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ყოფილი ბაზრის ტერიტორია ერთი წელიწადია, დაკეტილია. ყოფილი ბაზრის მფლობელებმა ბაზრის შესასვლელი რკინის კარი რამდენიმე დღის წინ გახსნეს და ტერიტორიის დასუფთავება დაიწყეს.

ამ ტერიტორიაზე დღეიდან უკვე შევიდა ხილით დატვირთული რამდენიმე მიკროავტობუსიც. ეს ძირითადად ის მოვაჭრეები არიან, რომლებმაც გასული წლის ბოლოს ახალ ბაზარში არ გადაინაცვლეს და ვაჭრობა დაკეტილი ბაზრის გარეთ გააგრძელეს.

ყოფილი ბაზრის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ბაზრის ტერიტორიაზე ჯერ მხოლოდ მანქანები დადგება. სავაჭრო დახლებს მოგვაინებით გააკეთებენ. უკვე ცნობილია, რომ ვაჭრობა ტერიტორიის მხოლოდ ნახევარზე, იმ მონაკვეთზე განახლდება, რომელიც შპს ”ბაზრის” საკუთრებაა.

თუმცა, აქ კიდევ ერთი პრობლემა ჩნდება, ტერიტორიის დანარჩენი ნახევარი სავალი გზის გარეშე რჩება. ვიდრე მეწილეები ფართს არ გადაინაწილებენ და გზის საკითხებს არ გაარკვევენ, მეწილეთა ნაწილს ტერიტორიაზე ვაჭრების შეშვება არ სურს. ფართის გაყოფამდე კი ტერიტორიის აზომვა, პროექტის შედგენა და მესაკუთრეთა ვინაობისა და კუთვნილების დადგენაა საჭირო.

მიუხედავად ამ სადავაო საკითხებისა, შპს ”ბაზრის” ერთი მეწილე, ყოფილი ადმინისტრატორი რუსუდან გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ხვალიდან ყოფილი ბაზარი მაინც გაიხსნება.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაკეტვიდან ერთი წლის თავზე ძველი ბაზარი ისევ გაიხსნა
ახალციხის ცენტრში, ყოფილი ბაზრის ადგილზე ისევ ბაზარს ხსნიან
მეუღლის სახელით ნაყიდი უძრავი ქონება
‘ნახევარი პროდუქტი გადავყარე’– მოვაჭრეები ახალციხის ბაზრის გახსნას ითხოვენ
ძველი ბაზრის უპირატესობა და საფრთხეები
ახალციხის ბაზარი  არ გაიხსნება – ბესიკ ამირანაშვილი
ახალქალაქის ბაზარში ელემენტარული პირობები არ არის