FM97.5 / LIVE

‘ნახევარი პროდუქტი გადავყარე’– მოვაჭრეები ახალციხის ბაზრის გახსნას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 13.04.2020
ახალციხის ბაზრის დაკეტვას მოვაჭრეები აპროტესტებენ, მათი თქმით, გასაყიდად შეძენილი ხილ–ბოსტნეული უფუჭდებათ.

‘ნახევარი პროდუქტი გადავყარე’– მოვაჭრეები ახალციხის ბაზრის გახსნას ითხოვენ

ახალციხის ბაზარი გარევაჭრობა ორი კვირის წინ აიკრძალა, რამდენიმე დღეა დაკეტილია შიდა ტერიტორიაც. აქ მხოლოდ რამდენიმე მაღაზია მუშაობს.

მოაჭრეები ამბობენ, რომ ბაზრის დაკეტვის გამო, რამდენიმე ასეული ლარის ზარალი ნახეს, რადგან ხილ–ბოსტნეულის გაყიდვა ვერ მოასწრეს, ამიტომ გადაყრა მოუწიათ.

„ნახევარზე მეტი უკვე გადავყარე. დანარჩენ პროდუქტსაც იგივე ელის. არავის არაფერი უთქვამს, მარტო გვითხრეს რომ აღარ შეგვეძლო ვაჭრობა. 26 წელია თავს ამით ვირჩენ. წავალ, დავჯდები სახლში, მაგარამ ამხელა პროდუქტი ფუჭდება, ამის გადაყრა შეიძლება?“ – გვითხრა ერთ–ერთმა მოვაჭრემ.

„ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინეთ, გვიკეთია პირბადე და ხელთათმანი, იქამდე მაინც გახსნან, სანამ დარჩენილ პროდუქტს ამოვყიდით, ჩვენც გყვავს ოჯახები და მათ რჩენა უნდათ“, – აცხადებენ მოვაჭრეები.

ახალციხის ბაზრის დირექტორი, ობიექტის გახსნასთან დაკავშირებით, ნებართვას სურსათის ეროვნული სააგენტოსგან ელოდება. სეს-ში აცხადებენ, რომ დღის ბოლოს იმ ბაზრების სიას გამოაქვეყნებენ, რომლებსაც მუშაობის გაგრძელების უფლება ექნებათ. მათ შორისაა სავარაუდოდ ახალციხის ბაზარიც.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘სეს-ის ნებართვას ველოდებით’ - როდის გაიხსნება ახალციხის ბაზარი
‘მინისტრის მოადგილის ყველა რეკომენდაცია შევასრულეთ’ – ახალციხის ბაზრის დირექტორი
მოვაჭრეები ძველ ბაზარში აპირებენ დაბრუნებას
სეს–მა ახალციხის ბაზარი კიდევ ერთხელ შეამოწმა
ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები მეორე დღეა დაკეტილია
ბორჯომის ბაზარი გახსნიდან პირველ დღეს [ფოტო]
გარე ვაჭრობა – რა საფრთხის წინაშე არიან ახალციხელები?