FM97.5 / LIVE

ახალქალაქის ბაზარში ელემენტარული პირობები არ არის

მთავარიეკონომიკა 29.05.2013
ახალქალაქის ბაზარი იურიდიულ პირად რეგისტრირებული არ არის, ბაზარში არც მუშაობის ელემენტარული პირობებია. საკითხი ყოველწლიურად განიხილება, ხელისუფლება დაპირებებს არ იშურებს, თუმცა, შედეგი ჯერ ისევ არ ჩანს.

ახალქალაქის ბაზარში ელემენტარული პირობები არ არის
ახალქალაქის ბაზარში დახლების უმეტესობა ცარელია. აქ მხოლოდ სანელებლებისა და მწვანილის გამყიდველები ვაჭრობენ. მთელი ტერიტორია ნაგვის გროვებითა და წვიმის წყლის გუბეებითაა დაფარული. მოვაჭრეები ამბობენ, რომ აქაურობას არავინ ალაგებს, რადგან ბაზარს პატრონი არ ჰყავს. ისინი ადგილისთვის ფულს არც იხდიან.

„ყველა თავის ადგილს ალაგებს, სადაც არავინ დგას, ან არ ლაგდება, იქ ნაგავი ლპება. ვის შევჩივლოთ, ყურადღებას არავინ გვაქცევს“, – გვეუბნება ერთ-ერთი ქალბატონი.

ბაზრის შიგნით ორი ლითონის კონტეინერია, რომლებსაც შპს „სანიტარული დასუფთავება“ საკუთარი ინიციატივით, სრული ანტისანიტარიის თავიდან ასაცილებლად ალაგებს. თუმცა ამაში აღნიშნულ სამსახურს არავინ არაფერს უხდის.

მუკუჩ კირაკოსიანი სანელებლებით ვაჭრობს. იგი ელემენტარული პირობების არქონას უჩივის: „ჩემს ადგილს ვალაგებ, ნაგავს აქვე მდგარ ნაგვის კონტენერში ვყრი. არც ნაგვის გადასახადს ვიხდი და არც ადგილისას. კარგი იქნებოდა, პირობები გვქონოდა, გადახდის წინააღმდეგი არ ვართ“.
ბაზრის მუდმივი მოვაჭრე სიმონიანი ამბობს, რომ აქ დაცვაც კი არ არის. დაცვის ძველმა თანამშრომელმა ბაზრის ყოველდღიურად გაღებისა და ჩაკეტვის ვალდებულება თავად აიღო, სავარაუდოდ იმედი აქვს, რომ თუ ბაზრის პრობლემა როდესმე გადაწყდება, სამსახური ისევ ექნება: „ძალიან მოუხერხებელია, გვინდა ბაზარი ოდნავ კეთილმოწყობილი მაინც იყოს. ბაზრის ტერიტორიის გარეთ ვვაჭრობთ. შიგნით არავინ შედის. მთელი დღე უსაქმოდ ვდგავართ და ვერაფერს ვყიდით“.

ბაზრის ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელის ვაან ბატოიანის თქმით, წერილებს ტერიტორიის ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის თხოვნით 2008 წლიდან წერენ.

„ყოველ წელს უარყოფით პასუხს ვიღებთ. ეს საკითხი ჯერ არ მოგვარებულა. რამდენჯერმე გასაყიდადაც გამოიტანეს, მაგრამ პროლემა არ მოგვარდა. ბაზარი ქალაქისთვის მხოლოდ პრობლემაა, იქ სრული ანტისანიტარია, ხალხი იძულებით გამოდის ტერიტორიის გარეთ და იქ ვაჭრობს. ბაზარი მუნიციპალიტეტის საკუთრება თუ გახდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ტერიტორიის მოასფალტებას, ძველი სავაჭრო დახლების აღებასა და ახლების დადგმას შევძლებდით“, – ამბობს ვაან ბატოიანი.

გასულ წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ თხოვნით კვლავ მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, თუმცა დამაკმაყოფილებელი პასუხი მაინც ვერ მიიღეს. ბოლო წერილი კი, ამ პრობლემის მოგვარების თხოვნით, გასულ კვირას გაიგზავნა.

„წერილით მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს რეგიონულ განყოფილებას, მდგომარეობა ძალიან რთულია და ამ საკითხის გადაწყვეტა ვთხოვეთ. მუნიციპალიტეტის საკუთარებაში გადაცემა თხოვნით არ მიგვიმართავს, უბრალოდ რაიმე გადაწყვეტილების მიღება ვთხოვეთ“, – ამბობს ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსისიანი.

ჰამლეტ მოვსისიანმა არ იცის, როგორ შეიძლება ეს საკითხი მოგვარდეს.

ეკონომიკის სამინისტროს რეგიონულ სამსახურში და ახალქალაქის პრივატიზაციის განყოფილებაში დაგვარწმუნეს, რომ ბაზრის რეგისტრაციის პრობლემა მოგვარდება, თუმცა ოფიციალური პასუხი, პრობლემის მოგვარების მეთოდზე ვერ მივიღეთ.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბედის ანაბარად მიტოვებული ბაზარი
დაკეტვიდან ერთი წლის თავზე ძველი ბაზარი ისევ გაიხსნა
მოვაჭრეები ძველ ბაზარში აპირებენ დაბრუნებას

ახალქალაქის ბაზრის კონტროლიორი დააკავეს
ახალციხის ცენტრში, ყოფილი ბაზრის ადგილზე ისევ ბაზარს ხსნიან
5 აპრილს ახალქალაქის ბაზარი არ იმუშავებს