FM97.5 / LIVE
მოხეში სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენი კომისიის დახურული მუშაობა სასამართლოში დავის საგნად იქცა. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ რელიგიის სააგენტოს წინააღდეგ სარჩელი შეიტანა;">

მოხეში სადავო შენობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

მთავარისამართალი 14.11.2015
მოხეში სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენი კომისიის დახურული მუშაობა სასამართლოში დავის საგნად იქცა. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ რელიგიის სააგენტოს წინააღდეგ სარჩელი შეიტანა;

მოხეში სადავო შენობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი შეიტანეს
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) თბილისის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს უჩივის.

როგორც EMC–ის წარმომადგენლები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ კომისია თითქმის ერთი წელია ფუნქციონირებს, კომისიის საქმიანობის შედეგი დღემდე დადებული არ არის. ასევე, მთლიანად დახურულია კომისიის საქმიანობა სხვა დაინტერესებული პირებისთვი.

EMC–იმ სააგენტოს განცხადებით 2015 წლის 17 აგვისტოს მიმართა და კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. EMC ამ დრომდე გამართული სხდომებისა და კომისიის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიის, ასევე, ამ პროცესში სააგენტოს მონაწილეობის, კომისიის ფარგლებში მიწვეული ექსპერტებისა და სპეციალისტების საქმიანობის შესახებ დაინტერესდა. ორგანიზაცია სააგენტოსგან აღნიშნული ექსპერტებისა და სპეციალისტების მიერ სადავო შენობა-ნაგებობის თაობაზე მომზადებული კვლევების, რეკომენდაციებისა და სხვა დოკუმენტების ასლების წარმოდგენას ითხოვდა. გარდა ამისა EMC დაინტერესდა რა ეტაპზეა კომისიის საქმიანობა ამჟამად და როდის იგეგმება საბოლოო, შემაჯამებელი რეკომენდაციის გაცემა.

EMC– ის წარმომადგენლების თქმით, სააგენტომ უარი განაცხადა მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე იმ არგუმენტით, რომ კომისია არ წარმოადგენდა საჯარო დაწესებულებას და შესაბამისად არ იყო ვალდებული გაეცა საჯარო ინფორმაცია: „მითითებული პასუხით, კომისიამ არასწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია. კერძოდ კი, EMC-ს წერილებით მოთხოვნილი იყო არა კომისიის მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემა, არამედ სააგენტოს მიერ, მისი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ფარგლებში, კომისიასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის გაცემა“.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სააგენტოს მხრიდან კომისიის საქმიანობის მსგავსი დახურულობა ხელს უშლის მითითებულ საკითხზე საზოგადოებრივი დისკუსიის წამოწყებას და წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღების პროცესის არადემოკრატიულ და გაუმჭვირვალე პროცედურას.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის გამგეობას TDI სასამართლოში უჩივის
TDI: "მოხეს კომისიის გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია"
ე.წ. მოხეს კომისიის გადაწყვეტილებაზე დღეს  მუსლიმები განცხადებას გაავრცელებენ
მოხის მეჩეთი და კომისია  სახალხო დამცველის ანგარიშში
ISFED: ახალციხის გამგეობამ საჯარო ინფორმაცია გასაჩივრების შემდეგ გასცა
ადიგენის მერია საჯარო ინფორმაციას არ გასცემს
„მოხეს კომისიის“  წევრები ადგილობრივებს  მაისის ბოლოს შეხვდებიან