FM97.5 / LIVE

ISFED: ახალციხის გამგეობამ საჯარო ინფორმაცია გასაჩივრების შემდეგ გასცა

მთავარიპოლიტიკა 16.09.2015
'სამართლიანი არჩევნების' განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მწვავედ დგას საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები არ სწავლობენ ინდივიდუალურად მოქალაქეების განცხადებებს და მათ ინფორმაციას კანონით დადგენილ ვადებში არ აწვდიან.

ISFED: ახალციხის გამგეობამ საჯარო ინფორმაცია გასაჩივრების შემდეგ გასცა

"სამართლიან არჩევნებში" (ISFED) აცხადებენ, რომ თვითმმართველობის მონიტორინგის პროცესში ორგანიზაციას არაერთი პრობლემა შეექმნა საჯარო ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით. ამ მიზეზით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ სასამართლოში რამდენიმე სარჩელი წარადგინა.

"სამართლიანი არჩევნები“ 2014 წლის ოქტომბრიდან, 73 დამკვირვებლის მეშვეობით ატესტაციისა და კონკურსების პროცესებს მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდება. საერთო ჯამში, ორგანიზაციამ გასაუბრების პროცესის მონიტორინგი 112 თვითმმართველ ორგანოში განახორციელა.

„მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები. საქართველოს მასშტაბით, 61-მა თვითმმართველმა ორგანომ და 52-მა საატესტაციო-საკონკურსო კომისიამ „სამართლიან არჩევნებს“ 850 განცხადებიდან 300-ზე მეტ განცხადებაზე ინფორმაცია ხარვეზებით და დარღვევებით მიაწოდა. კერძოდ, თვითმმართველი ერთეულების 43%-მა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიების 68%-მა ინფორმაცია მნიშვნელოვანი ხარვეზებითა და კანონის მოთხოვნათა დარღვევით გასცა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

"სამართლიანმა არჩევნებმა“ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გამო რამდენიმე სარჩელი წარადგინა სასამართლოში და მოითხოვდა თვითმმართველობაში გამოცხადებული კონკურსების შესახებ ინფორმაციას, კერძოდ რამდენ პოზიციაზე გამოცხადდა კონკურსი და რამდენი პოზიცია შეივსო კონკურსის შედეგად, ასევე რამდენ პოზიციაზე დაინიშნენ დროებით მოვალეობის შემსრულებლად ის პირები, ვინც კონკურსის გამოცხადებამდე მუშაობდნენ ამავე თანამდებობაზე, ასევე იმ პირთა საერთო რაოდენობა, ვინც ვერ გადალახა კონკურსის ტესტირების/გასაუბრების ეტაპი და დანიშნული არიან დროებით მოვალეობის შემსრულებლად იმავე პოზიციაზე.

„გურჯაანის და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარჩელის შეტანის შემდეგ მოგვაწოდეს ჩვენს მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. საკითხისადმი მსგავსი დამოკიდებულება გვაფიქრებინებს იმას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მწვავედ დგას საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები არ სწავლობენ ინდივიდუალურად მოქალაქეების განცხადებებს და არ აწოდებენ მათ კანონით დადგენილ ვადებში საჯარო ინფორმაციას“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

"სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა გაიაზრონ ის ვალდებულებები, რომელიც მათ აკისრიათ მოქალაქეების წინაშე და დაუბრკოლებლად მიაწოდონ მათ საჯარო ინფორმაცია. ეს ერთის მხრივ გააძლიერებს დემოკრატიულ კონტროლს, ხოლო მეორეს მხრივ ხელს შეუწყობს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ორგანოების ფორმირებას.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თვითმმართველ ქალაქებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას იკვლევენ
მოხეში სადავო შენობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი შეიტანეს
ახალციხის გამგეობამ 18–დან 2 პოზიციაზე კადრი ვერ შეარჩია
ასპინძის გამგეობამ საჯარო მოხელე  8  პოზიციაზე შეარჩია
ადიგენის მერია საჯარო ინფორმაციას არ გასცემს
ადიგენში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო
ადიგენში საჯარო მოხელეთა კონკურსის მესამე ეტაპი იწყება