FM97.5 / LIVE

ადიგენის მერია საჯარო ინფორმაციას არ გასცემს

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.11.2019
„სამხრეთის კარიბჭე“, სამ ოქტომბერს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში გაგზავნილ წერილზე პასუხს დღემდე ელოდება. წერილში დაბა აბასთუმნის სივრცითი მოწყობის გეგმის მიწოდებას ვითხოვთ.

ადიგენის მერია საჯარო ინფორმაციას არ გასცემს

ოქტომბრის დასაწყისში, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსს გოდერძი სხირტლაძეს ვესაუბრეთ, მან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ სამუშაო ობიექტზე იყო გასული და მოკლედ გვიპასუხა, რომ დაბა აბასთუმნის სივრცითი მოწყობის გეგმა არ ჰქონდა.

სამ ოქტომბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობით ვთხოვეთ მოეწოდებინათ საჯარო ინფორმაცია – დაბა აბასთუმნის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის განვითარების გეგმა.

ამ დრომდე [ექვსი ნოემბერი] „სამხრეთის კარიბჭეს“ მერიისგან პასუხი არ მიუღია.

რა არის საჯარო ინფორმაცია?

ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პრაქტიკულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.

რა ვადაში უნდა მიიღო საჯარო ინფორმაცია?

საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:
ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;
ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;
გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას;

რა ვადაში უნდა ეცნობოს განმცხადებელს უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე?

საჯარო დაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან სამი დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე მიუთითოს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას.

[გულო კოხოძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

განათლების სამინისტრომ საჯარო ინფორმაცია დაგვიანებით და არასრულად გასცა
ვის გამო არღვევს კანონს ადიგენის მერია
ISFED: ახალციხის გამგეობამ საჯარო ინფორმაცია გასაჩივრების შემდეგ გასცა
მოხეში სადავო შენობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი შეიტანეს
ადიგენის მერიის  წინააღმდეგ TDI– ის საჩივარს სასამართლო რვა იანვარს განიხილავს
როგორ გასცემენ საჯარო ინფორმაციას სამცხე–ჯავახეთში
ქონების სააგენტო ივანიშვილთან დაკავშირებულ საჯარო ინფორმაციას არ გასცემს