FM97.5 / LIVE

ადიგენის გამგეობას TDI სასამართლოში უჩივის

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 06.12.2017
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომელმაც ორგანიზაციას არ მიაწოდა საჯარო ინფორმაცია სოფელ მოხეში ახალი მეჩეთის მშენებლობის შესახებ, სასამართლოში უჩივის.

ადიგენის გამგეობას TDI სასამართლოში უჩივის

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი 21 ნოემბერს შეიტანა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ TDI–ს სარჩელი წარმოებაში 5 დეკემბერს მიიღო. ორგანიზაცია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასა და საჯარო ინფორმაციის გაცემას ითხოვს.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან სოფელ მოხეში მშენებარე ახალი მეჩეთის თაობაზე საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, მათ შორის, მეჩეთის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია და სამართალწარმოების მასალები: "ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაქარია ენდელაძემ 25 ოქტომბრის წერილში დაადასტურა, რომ სოფელ მოხეში მეჩეთი შენდება და დასრულებულია ნაგებობის პირველი სართული, თუმცა, წერილში არ არის პასუხი გაცემული მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხზე და არც საქმის წარმოების შესაბამისი დოკუმენტაციაა დართული, რაც ახალი მეჩეთის მშენებლობის კანონიერებას დაადასტურებდა".

მეჩეთის მშენებლობის ნებართვის შესახებ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, 2 ნოემბერს TDI-მ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას ხელმეორედ მიმართა.

"თუმცა ამჯერადაც, გამგებელმა მოთხოვნილ ინფორმაციაზე პასუხი გაცემულად ჩათვალა და მეჩეთის მშენებლობის ნებართვის შესახებ მასალა არ/ვერ დაურთო წერილს", – ამბობენ ორგანიზაციაში.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, სოფელ მოხეში, ე. წ. “სადავო მეჩეთთან” დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ “მოხის კომისია” შექმნა, რომელსაც შენობის კონფესიური წარმომავლობისა და ისტორიული მესაკუთრის დადგენა დაევალა.

"ორწლიანი არსებობის მანძილზე, კომისიას დაკისრებული მიზნის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს და არც შენობის წარმომავლობის დასადგენად ჩატარებულა შესაბამისი სამუშაოები. სააგენტოს უმოქმედობამ გააჩინა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კომისიის შექმნა მოხის მეჩეთთან დაკავშირებით საკითხის გაჭიანურებას ისახავდა მიზნად და მისი რეალური მესაკუთრის დადგენა სახელმწიფოს ინტერესში არ შედიოდა", – ფიქრობენ ორგანიზაციაში.

2017 წლის 11 მაისს, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე ე.წ. სადაო ნაგებობა მუნიციპალიტეტის საკუთრებიდან გადავიდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრებაში და შევიდა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაში, სახელწოდებით “სადავო ნაგებობა”. TDI-ში ამბობენ, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციულია.

ე.წ. მოხის კომისიის 11 მაისის გადაწყვეტილება, შენობის სახელმწიფოს ბალანსზე გადასვლის და მისთვის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსის მინიჭების გარდა, შეიცავდა კიდევ რამდენიმე პირობას. კერძოდ, სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს საკუთრებაში უნდა გადასცემოდა მიწის ნაკვეთი სოფელ მოხეში, რომელზეც უნდა აშენებულიყო ახალი მეჩეთი. აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულებას კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.

"TDI-თვს ახალი მეჩეთის მშნებლობის ნებართვის საქმისწარმოების მასალების მიწოდებაზე უარმა კიდევ უფრო მეტად გაუმჭირვალე გახადა მოხეში მიმდინარე პროცესები", – ამბობენ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტში.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

TDI – იმ  ადიგენის მერიას  სასამართლო პროცესი მოუგო
ადიგენის მერიის  წინააღმდეგ TDI– ის საჩივარს სასამართლო რვა იანვარს განიხილავს
ადიგენის მერიის წინააღმდეგ TDI– ის საჩივარის განხილვა დასრულდა
TDI: "მოხეს კომისიის გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია"
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადება მოხეში მიმდინარე მოვლენებზე
მოხეში სადავო შენობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი შეიტანეს
‘მოხის კომისიის’ სხდომა გადაიდო