FM97.5 / LIVE

მოხის მეჩეთი და კომისია სახალხო დამცველის ანგარიშში

მთავარისაზოგადოება 04.04.2016
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, მოხეში მდებარე სადავო შენობის წარმომავლობის შემსწავლელ კომისიაში სახალხო დამცველს ჩართვის უფლება არ მიეცა;

მოხის მეჩეთი და კომისია  სახალხო დამცველის ანგარიშში

ანგარიშის მიხედვით, რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, 2015 წელს, ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად შეიძლება დასახელდეს რელიგიური შეუწყნარებლობისა და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ სამართლადრღვევებზე დროული, ადეკვატური და ეფექტური რეაგირება, რაც ამ ტიპის დანაშაულის აღმოფხვრისა და პრევენციის ძირითად ფაქტორს წარმოადგენს. 2015 წელსაც საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის სავარაუდო დარღვევის 40-მდე ფაქტის შესახებ.

"წინა წლებში მუსლიმი თემის მიმართ განხორციელებული ქმედებები სახელმწიფოს მხრიდან ისევ უპასუხოდ რჩება დატოვებული (ნიგვზიანი,
წინწყარო, სამთაწყარო, ჭელა, მოხე, ქობულეთი). პასუხგაუცემელი დანაშაული კი რელიგიური ნიშნით ძლადობის ახალ - ახალი კერების გაჩენის საფრთხეს წარმოშობს", – ვკითხულობთ ანგარიშში.

სოფელ მოხის სკითხს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში სპეცილაური თავი ეთმობა; ომბუდსმენი აქ განსაკუთრებულ ყურადღებას, იმაზე ამახვილებს, რომ სახალხლო დაცმველს კომისიის მუშაობაში დამკვირვებლის სტატუსით ჩართვის უფლება არ მიეცა. ასევე, კომისია დახურული აღმოჩნდა საკითხით დაინტერესებული ექსპერტებისთვის, არასამთავრობო და რელიგიური გაერთიანებებისთვის.

რელიგიის საკითხთა სააგენტომ, მისი თავმჯდომარის ხელმძღვანელობით კომისია („ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე, კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისია“) 2014 წლის დეკემბერში შექმნა.

მისი მუშაობის პროცესში ჩართვაზე სახალხო დამცველის აპარატს სააგენტომ უარი ასე განუმარტა: „„ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე, კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის“ მსჯელობის საგანს წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე, მუნიციპალიტეტის ბალანსზე, ძირითადი - განუსხვისებელი ქონების სახით, კლუბის სტატუსით, რიცხულ შენობასთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა, შენობის ისტორიულ-კონფესიური წარმომავლობის ჭრილში და არა საკუთრების ან/და რწმენის თავისუფლების, ან სხვა საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ჭრილში. ამდენად, კომისიის საქმიანობა სცილდება „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის რეგულაციას“.

საქართველოს სახალხო დამცველს კი აუცილებლად მიაჩნია კომისიის საქმიანობაში მონაწილეობა მიიღოს დამკვირვებლის სტატუსით და განახორციელოს ამ პროცესის მონიტორინგი.

„შესაძლოა კომისიის მსჯელობის საგანს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე,მუნიციპალიტეტის ბალანსზე, ძირითადი - განუსხვისებელი ქონების სახით, კლუბის სტატუსით, რიცხულ შენობასთან დაკავშირებული გარემოებების ისტორიულ-კონფესიური წარმომავლობის ჭრილში შესწავლა წარმოადგენდეს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი მუსლიმი და მართლმადიდებელი თემი სადავო შენობის წარსულში რელიგიურ დანიშნულებაზე მიუთითებენ, კომისიის მუშაობის არეალიდან ადგილობრივი მოსახლეობისა თუ დაინტერესებული პირების უფლებრივი საკითხის გამორიცხვა და ამ თემის რელიგიის თავისუფლების მიღმა განხილვა, არამართებულია, მიზანშეუწონელია და იმთავითვე ნეგატიურ კონტექსტში წარმართავს კომისიის მუშაობას“, – ნათვამია ანგარიშში.

აქვე ვკითხულობთ, რომ „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ იმის მტკიცება, რომ კომისიის მუშაობა სცდება საქართველოს სახალხო დამცველის მანდატს, არამართებულია.

2015 წლის 19 ნოემბერს სოფელ მოხის მუსლიმმა თემმა განცხადებით მიმართა სახალხო დამცველს (ხელს აწერს 92 პირი), რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრსისგან, პრეზიდენტისგან და პარლამენტის თავმჯდომარისგან სოფელ მოხეში მდებარე მეჩეთის დროული დაბრუნების პროცესის ხელშეწყობას ითხოვენ; გარდა ამისა, ხელმომწერები უნდობლობას უცხადებენ რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ დაფუძნებული კომისიის საქმიანობას. 2015 წლის 02 დეკემბერს სახალხო დამცველის ოფისმა წერილით მიმართა სააგენტოს და ინფორმაცია მოითხოვა კომისიის საქმიანობისა და მისი სხდომების შესახებ. სააგენტოს 2015 წლის 22 დეკემბრის პასუხით სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა, რომ კომიის დაარსებიდან ჩატარდა ექვსი სხდომა, თუმცა რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოში სხდომათა ოქმები „არ არის დაცული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი“.

საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას: გამოიძიოს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მუსლიმთა უფლებების დარღვევის ფაქტები, რაც ცალკეულ შემთხვევებში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ძალის გამოყენების და/ან მოვალეობის არაჯეროვან შესრულებაში გამოიხატა.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

TDI: "მოხეს კომისიის გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია"
რატომ ვერ ერთვება სახალხო დამცველი მოხეს სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენ კომისიაში
ომბუდსმენი: „სწრაფად გადაწყვიტეთ მოხეში სადავო შენობის კუთვნილების საკითხი“
მოხეში მიმდინარე მოვლენებს სახალხო დამცველი მონიტორინგს გაუწევს
მოხეში სადავო  შენობის წარმომავლობის დამდგენ  კომისიას ორი პირი დაემატება
EMC  'მოხეს კომისიის'  გადაწყვეტილებას მუსლიმების  დისკრიმინაციად აფასებს
მოხის კომისიის საქმიანობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში