FM97.5 / LIVE

ახალქალაქში გადასახადების შემცირებას ელიან

მთავარისაზოგადოება 31.10.2012
თბილისთან ერთად, კომუნალური გადასახადების შემცირებას ახალქალაქში მცხოვრებლებიც ელოდბიან.

ახალქალაქში გადასახადების შემცირებას ელიან
ოქტომბრის ბოლო, კოკისპირული, დაუსრულებელი წვიმისა და სიცივის სეზონის დასაწყისი, სიცივე, რაც ხანგრძლივი თვეების განმავლობაში გრძელდება, დიდ ხარჯებთან და სოლიდურ კომუნალურ გადასახადებთან ასოცირდება.
ახალქალაქის მცხოვრებლებისთვის გათბობის სეზონი დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ხარჯი, სულ მცირე, გაორმაგდება.

ბევრისთვის ბუნებრივი აირის შეყვანა ძვირი სიამოვნებაა, ელექტროენერგიით გათბობა კი გაცილებით მეტი უჯდებათ. გაზის ნაცვლად გამოსავალი შეშა და ღუმელია. შუქს კი მხოლოდ ნათურებისა და ტელევიზორებისთვის იყენებენ. მოსახლეობა მაქსიმალურ ეკონომიას აკეთებს.

ადგილობრივ მცხოვრებლებს იმედი აქვთ, რომ ახალი ხელისუფლება წინასაარჩევნო დაპირებებს შეასრულებს. კერძოდ, ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ აირზე და სხვა კომუნალურ გადასახადებზე, ტარიფებს შეამცირებს.

მაკარიანების ოჯახი ზამთარშიც და ზაფხულშიც დიდ კომუნალურ გადასახადებს იხდის და არავის დახმარებას არ ელოდება.

"ზაფხულში დენსა და გაზში სულ მცირე 70 ლარს ვიხდით. ზამთარში ელექტროენერგიის გადასახადი 80-85 ლარია, ბუნებრივი აირის კი 390-400 ლარი. რა ვქნათ, ჩვენთან ყინვები იცის, სახლში კი ბავშვი გვყავს, სიცივეში ხომ ვერ ვიქნებით?! ველოდებოდით, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 1000 -არიან ვაუჩერებს მოგვცემდნენ და ეს კარგი დახმარება იქნებოდა. ახლა კი მესმის, რომ დახმარებას არსაიდან აღარ შეიძლება ველოდოთ. დავიცდით, სანამ ახალი მთავრობა მოსახლეობისკენ ნაბიჯებს გადმოდგამს", - ამბობს სალვი მაკარიანი.

ასმიკ მკრტჩიანის ოჯახი ზაფხულობით დენსა და გაზზე ბევრს არ ხარჯავს, ზამთარში კი კომუნალურ გადასახადებში საკმაოდ დიდ თანხებს იხდის. ისინი უკმაყოფილებას იმაზეც გამოთქვამენ, რომ თუ 100 კილოვატზე მეტი ელექტროენერგია დახარჯეს, უფრო მაღალი ტარიფით უწევთ გადახდა.

"გასულ თვეში დენისთვის 22 ლარი, გაზისთვის კი 15 ლარი გადავიხადეთ და პრაქტიკულად, არაფერი ჩაგვირთავს. ჩემთვის მიუღებელია, რომ თუ დენი 100 კილოვატზე მეტი დაიხარჯა, ფასი ორმაგდება. ვფიქრობ, ეს ძალიან ძვირია. პირიქით უნდა იყოს. თუ ბევრი ელექტროენერგია დახარჯე, ნაკლებს უნდა იხდიდე და არა ისე, როგორც ჩვენთანაა. ჩვენი სახლი დიდია და გამოდის, რომ ზამთარში ბუნებრივ აირში 320-340 ლარს ვიხდით. ველოდებით, რომ ახალი მთავრობა კომუნალურ გადასახადებს 20-30%-ით შეამცირებს", - ამბობს ახალქალაქის მცხოვრები ასმიკ მკრტჩიანი.

ანიჩკა ერანოსიანსაც გაზისა და დენის ტარიფების შემცირების იმედი აქვს.

"რასაკვირველია, ძვირია. გაზი თვეში 200-250 ლარი გვიჯდება. ახალი მთავრობა დაგვპირდა, ვნახოთ, შეასრულებენ დანაპირებს თუ არა. ოჯახში სამი ადამიანი ვმუშაობთ, რომ კომუნალური გადასახადების გადახდა შევძლოთ", - ამბობს იგი.

ზოგი კი, ეკონომიის მიზნით, ბუნებრივ აირს საერთოდ არ იყენებს.

"გაზი არ გაგვიყვანია, ძალიან ძვირია. ჩვენ ამის საშუალება არ გაგვაჩნია. დენისთვის თვეში 8-10 ლარს ვიხდით, ჩვენთვის ეს თანხაც დიდია. ველოდებით, გადასახადები როდის დაიკლებს", - ამბობს ლუსია ჰარუთიუნიანი.

სილვა ზადოიანის ოჯახში გადაწყვიტეს გათბობისთვის ისევ შეშა გამოიყენონ, რადგან მათი გათვლებით, გაზი უფრო ძვირი დაუჯდებათ.

"თვეში 20-25 ლარს ვიხდით, ჩართვით კი მხოლოდ ნათურა და ტელევიზორი გვაქვს ჩართული. გაზიც ძვირია, ამიტომ ისევ შეშა ვიყიდეთ. ზამთარში გაზით გათბობას ვერ შევწვდებით და შეგვცივდება. გათბობაზე ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება. კარგი იქნებოდა, დენი და გაზი უფრო იაფი რომ იყოს", - ამბობს სილვა ზადოიანი.

[ქრისტინა მარაბიანი, ახაქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდაში ტრადიციული საწვავით გათბებიან
ახალქალაქში  „ძვირ ზამთარს“ უჩივიან
რატომ არ მოსწონთ დევნილებს 45-ლარიანი შემწეობა?
მოქალაქეთა ნაწილს 3 თვით კომუნალურ გადასახადებს მთავრობა გადაუხდის
ახალქალაქში ზამთრისთვის უკვე ემზადებიან
ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს
ახალქალაქის სოფლებში გაზიფიკაცია გვიანდება