FM97.5 / LIVE

რატომ არ მოსწონთ დევნილებს 45-ლარიანი შემწეობა?

მთავარისაზოგადოება 17.02.2014
1 მარტიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შემწეობა 45 ლარამდე იზრდება, თუმცა, სახელმწიფო დევნილებს კომუნალურ გადასახადებს აღარ გადაუხდის.

რატომ არ მოსწონთ დევნილებს 45-ლარიანი შემწეობა?
ელგუჯა როსტობაია ლიკანში, ყოფილი სანატორიუმის შენობაში მას შემდეგ ცხოვრობს, რაც აფხაზეთიდან იძულებით წამოვიდა. ოჯახი ელექტროგამათბობლით თბება.

„შეშის ღუმელი რომ დავდგა, შეშა არ მაქვს, ფიჩხები რომ მოვაგროვო, 1000 ლარია ჯარიმა, ამიტომ, ზამთარში დენის გამათბობელით ვთბებით. როგორც ჩანს, მარტიდან ელექტროენერგიას შეზღუდვით გამოვიყენებთ“, - ამბობს იგი.

ელგუჯა როსტობაია ფიქრობს, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მათ პირიქით დააზარალებთ : „თვეში დენის გადასახადი 70, ხანდახან 80 ლარიც მომდის, 45 ლარით კომუნალურებიც გადავიხადო და საჭმელიც ვიყიდო?!“

როსტობაიას მსგავსად ფიქრობს ბორჯომში, სანატორიუმ „ლიკანი 2“-ში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილების უმეტესობა. მათ დევნილთა შესახებ კანონპროექტში შესული ცვლილებები არ მოსწონთ და ამბობენ, რომ ახალი ინიციატივით სახელმწიფო მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ კანონპროექტში შესული ცვლილებების თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირთა შემწეობა 45 ლარამდე იზრდება, თუმცა სახელმწიფო მათ კომუნალურ გადასახადს აღარ გადაუხდის. ცვლილება ძალაში მიმდინარე წლის პირველ მარტს შევა.

ამჟამად, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, თვეში, შემწეობის სახით, 22 ლარს იღებენ. სახელმწიფო დამატებით მათ კომუნალურ გადასახადებსაც ფარავს. კერძო სექტორში განსახლებული დევნილები კი, რომლებიც კომუნალურ გადასახადებს თავად იხდიან, სახელმწიფოსგან 28 ლარს იღებენ.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დევნილები ახალციხეში ბინებს ერთ თვეში მიიღებენ
დევნილები ახალციხეში ბინებს მარტში მიიღებენ
ლიკანში მცხოვრებ დევნილებს დახმარების იმედი გაუჩნდათ
ლიკანში მცხოვრებმა დევნილებმა საცხოვრებელი უნდა აირჩიონ
"ლიკანში" მცხოვრები დევნილების ბედი ისევ გაურკვეველია
დევნილები ახალციხეში ბინებს ივნისში მიიღებენ
ახალციხეში დევნილების რეგისტრაცია მიმდინარეობს