FM97.5 / LIVE

ახალქალაქის სოფლებში გაზიფიკაცია გვიანდება

მთავარიეკონომიკა 07.05.2013
როგორ მიმდინარეობს და რატომ გვიანდება ჯავახეთის გაზიფიკაცია – „სამხრეთის კარიბჭე“ სამცხე-ჯავახეთის გაზის კომპანიის დირექტორს რაზმიკ ხუმაშიანს ესაუბრა.

ახალქალაქის სოფლებში გაზიფიკაცია გვიანდება
– რომელ სოფლებში მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები ამ ეტაპზე და რა მიზეზით დაგვიანდა ბუნებრივი აირის შეყვანა სოფლებში?

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 25 სოფელში ბუნებრივ აირს გასული წლიდან იყენებენ. მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში გაზი შემდეგ სოფლებში გავუშვით: ხადო, აზავრეთი, დრკნა, ბუღაშენი, მაჯადია, ალასტანი და გოკიო. ამ სოფლებში გაზი უკვე შესულია, თუმცა ჯერ ბუნებრივი აირი ყველა აბონენტს არ აქვს.

სოფლებში კიროვაკანი, კუმურდო, კოთელია, ბახლო, მურჯახეთი ბუნებრივი აირის მოხმარებას 15–20 დღის შემდეგ შეძლებენ. გაზი სოფლებამდე მივიყვანეთ, თუმცა გარკვეული ხარვეზებია, რომელთა გამოსწორებაზეც ვმუშაობთ და მაქსიმუმ 15–20 დღის შემდეგ ბუნებრივი აირი მათაც ექნებათ. სოფელ დრკნაში და ბახლოში ბუნებრივ აირს უახლოეს დღეებში გავუშვებთ.

ყველა სოფელში, სადაც ხელშეკრულებები დადებული გვაქვს და თანხის ნაწილი გადახდილია, გაზიფიცირების პროცესი მაისის ბოლომდე დასრულდება. მართალია, ხელშეკრულების მიხედვით ცოტა დავიგვიანეთ, მაგრამ ეს ობიექტური მიზეზების გამო მოხდა. ჩვენ 11,000 აბონენტი უნდა მოგვემარაგებინა ბუნებრივი აირით, მაგრამ განაცხადებები გაცილებით მეტი იყო. 13,000–მდე, ანუ 2,000–ით მეტი აბონენტი მივიღეთ. მემორანდუმით გათვალისწინებული მასალები შემოვიტანეთ, 2,000 აბონენტი დაგვემატა და ამიტომ სამშენებლო მასალები საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ მასალებს თურქეთიდან ვიღებთ და მცირე ოდენობით შემოტანა არ შეგვიძლია. რაც ჩვენი ბრალი არაა. ასევე ამინდისა და ხანდახან ჩვენი მიზეზითაც კი სამუშაოები გაჭიანურდა.

– თუმცა, უკვე წელიწადი გავიდა, რაც კონკტრაქტს ხელი მოაწერეთ, მაგალითად, სოფელ ბახლოში, დრკნაში, არაგვაში, მაჯადიასა და ასე შემდეგ...

არა, წელიწადი არაა გასული. ხელშეკრულებები შემოდგომით შევადგინეთ და დეკემბრის ბოლომდე გაზიფიცირების პროცესი უნდა დასრულებულიყო. როგორც იცით, ზამთარში ჩვენთან მუშაობა შეუძლებელია, ამ სოფლებში გაზიფიცირების პროცესი ამიტომ გაჭიანურდა. ჩვენი ვალდებულება აბონენტების რაოდენობის მიხედვით, სრულად შევასრულეთ და წლის ბოლომდე უფრო მეტსაც გავაკეთებთ.
– ხალხი ჩივის, რომ გაზიფიცირება უხარისხოდ მიმდინარეობს...

3–4 სამსახური გვაქვს: საინჟინრო, საპროექტო განყოფილება, გაზის გამშვები, ტექნიკური უსაფრთხოება, ყველაფერს ჩვენი სპეციალისტები აკეთებენ. ჩვენ მხოლოდ მშენებლები არ ვართ, რომ ავაშენოთ, წავიდეთ და ჩვენს მერე რა მოხდება, აღარ დაგვაინტერესოს. ექსპლუატაციაში ჩვენ ვუშვებთ, ხვალ მოუწესრიგებლობის გამო ისევ ჩვენ გვექნება პრობლემები, ავარია თუ მოხდა, ისევ ჩვენ დავზარალდებით. უკვე 5 წელია ვმუშაობთ და ღმერთს მადლობა, რანაირი უბედური შემთხვევა არ მომხდარა, რადგან ძალიან მკაცრად ვამოწმებთ ყველაფერს.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წინასწარ გადახდილი თანხა და დაგვიანებული გაზიფიცირება ახალქალაქში
სოფელ საძელში გაზიფიცირებას ითხოვენ
რატომ შეწყდა ადიგენში გაზიფიკაციის პროცესი
ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს
ადიგენის გაზიფიკაცია არ გაჩერებულა
ახალციხეს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
სამცხე–ჯავახეთში 256 დასახლებული პუნქტიდან 104–ია გაზიფიცირებული