FM97.5 / LIVE
ეხმაურება და ამბობს, რომ აჟიოტაჟის ატეხვას დღევანდელი ხელისუფლების მიერ დაქირავებული ზონდერ ბრიგადები ცდილობენ.">

ენმ ახალციხე: აქცია 'ოცნების' მიერ დაქირავებულმა ზონდერ ბრიგადებმა მოაწყეს

მთავარიპოლიტიკა 19.10.2015
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე დღეს, ახალციხეში გამართულ აქციას ეხმაურება და ამბობს, რომ აჟიოტაჟის ატეხვას დღევანდელი ხელისუფლების მიერ დაქირავებული ზონდერ ბრიგადები ცდილობენ.

ენმ ახალციხე: აქცია 'ოცნების' მიერ დაქირავებულმა ზონდერ ბრიგადებმა მოაწყეს
აქციაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის რაიონული ორგანიზაციიდან არავინ გასულა. ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე აქციის დროს ახალციხეში არ იმყოფებოდა და ფაქტის შესახებ ტელეფონით შეიტყო.

მისი თქმით, NDI–ის კვლევის შემდეგ ხელისუფლება მსგავსი ძალებით გააქტიურდა. დემეტრაძის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადგილობრივები არ იყვნენ და ხელისუფლებას ზონდერ ჯგუფები ჰყავს დაქირავებული.

"დღევანდელ ხელისუფლებას სხვა აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ მსგავსი ქმედებებით აჟიოტაჟი გამოიწვიოს ხალხში. ზონდერ ბრიგადა ჰყავთ, რომლებიც არ იყვნენ ადგილობრივები, ჩამოყვანილები ჰყავთ და საქართველოს ბევრ ქალაქში მოაწყვეს მსგავსი აქცია", – ამბობს გელა დემეტრაძე და ამატებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ეს მათი დავალებით ხდება და შესაბამისად არც მათივე დაქირავებული ჯგუფები იტყვიან, რომ "ქართული ოცნების" დაკვეთას ასრულებენ.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ აქციის მონაწილეები ბოლო დროს ინტერნეტში გავრცელებულ წამების ამსახველ კადრებს აპროტესტებდნენ, გელა დემეტრაძე ამბობს, რომ არცერთ საღად მოაზროვნე ადამიანს არ მოსწონს მსგავსი ძალადობის ფაქტები და აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული.

"პირველ რიგში მე და ყველა ჩემი თანამოაზრე მომხრეა იმის, რომ გამოძიებული იქნეს დეტალურად და ობიექტურად და დაისაჯოს ყველა მოძალადე, შემსრულებელი თუ დამკვეთი, რომ ამაზე საერთოდ მორჩეს საუბარი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ის ძალადობაში მონაწილე პირები დღევანდელ ხელისუფლებას ემსახურებიან", – ამბობს გელა დემეტრაძე.

მისივე თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის რაიონული ორგანიზაცია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 19 ოქტომბერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის რაიონულ ორგანიზაციასთან დაახლოებით 30–მდე ადამიანი შეიკრიბა და ორგანიზაციას კარი აუჭედეს.

ამ დროისთვის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის რაიონული ორგანიზაციასთან ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 226–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან მასში აქტიური მონაწილეობას. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 120–დან 180 საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ენმ' ახალციხე: ოფისი ღიაა და მუშაობას ვაგრძელებთ
‘გაგიგიათ, რომ ხელისუფლება ოპოზიციას კარს უჭედავდეს?’– ენმ ახალციხის საგანგებო ბრიფინგი
გელა დემეტრაძე: 21 მარტს ახალციხიდან 2.000 კაცი წავა
გელა დემეტრაძე: ხალხის ნდობა არ დაგვიკარგავს
გელა დემეტრაძე: ეს არის მიზანმიმართული აქცია, ხელისუფლების დაგეგმილი და ორგანიზებული
გელა დემეტრაძე: სამცხე-ჯავახეთიდან, 15 ნოემბერს, აქციაზე 1500 კაცი წავა
გელა დემეტრაძე ქალაქში გაკრულ პლაკატებს მმართველ გუნდს უკავშირებს