FM97.5 / LIVE

გელა დემეტრაძე ქალაქში გაკრულ პლაკატებს მმართველ გუნდს უკავშირებს

მთავარიპოლიტიკა 20.03.2015
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე ფიქრობს, რომ ქალაქში პლაკატები მმართველი ხელისუფლების წახალისებით გაიკრა.

გელა დემეტრაძე ქალაქში გაკრულ პლაკატებს მმართველ გუნდს უკავშირებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ორგანიზაციის ოფისში აცხადებენ, რომ ქალაქში მათ საწინააღმდეგო პლაკატების გაკვრა იმის მანიშნებელია, რომ მმართველი ხელისუფლება პანიკაშია.

„ის ფაქტი, რომ ოპოზიციას უწყობენ აქციებს, აკრავენ მათ საწინააღმდეგო პლაკატებს და ამზადებენ გაზეთებს პირველად მესმის, ეს იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლება პანიკაშია და მათ მართლა მოუწევთ გადადგომა, ხელისუფლების დათმობა იმ ძალებისთვის ვისაც მართლა შეუძლია ქვეყნის მართვა და საქმის კეთება“, – ამბობს გელა დემეტრაძე.

მისივე თქმით ქალაქში პლაკატები მმართველი ხელისუფლების წახალისებით გაიკრა: „რა თქმა უნდა ქალაქში პლაკატები მმართველი ხელისუფლების ხელშეწყობით გაიკრა. ეს ყველაფერი დაკავშირებულია თანხებთან ამიტომ, ამას კერძო პირები ვერ გააკეთებდნენ“.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო პლაკატები წარწერით „ყველა ციხეში“, „ორი გვამი მინდა“ „გასამართლდეს ნაცმოძრაობის დამნაშავე რეჟიმი“ ახალციხეში დღეს, 20 მარტს დილით გამოჩნდა.

გელა დემეტრაძე ქალაქში გაკრულ პლაკატებს მმართველ გუნდს უკავშირებს

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მმართველი გუნდი ახალციხეში პლაკატების გაკვრასთან კავშირს უარყოფს
ახალციხეში "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა
ახალციხეში გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს
ახალციხის მუნიციპალიტეტში სარეკლამო პლაკატებს ხევენ
ენმ ახალციხე პლაკატების გაკვრაზე – ‘ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე’
გელა დემეტრაძე: 21 მარტს ახალციხიდან 2.000 კაცი წავა
ახალციხეში 'ნაციონალური მოძრაობის' შეურაცხმყოფელი პლაკატები გააკრეს [Photo]