FM97.5 / LIVE

გელა დემეტრაძე: ეს არის მიზანმიმართული აქცია, ხელისუფლების დაგეგმილი და ორგანიზებული

მთავარიპოლიტიკა 22.10.2015
ენმ–ს ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გელა დემეტრაძე მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს და იმედოვნებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები აღნიშნულ ფაქტს ობიექტურად გამოიძიებენ;

გელა დემეტრაძე: ეს არის მიზანმიმართული აქცია, ხელისუფლების დაგეგმილი და ორგანიზებული

„ვერ ვიტყვი, რომ ეს უბრალოდ ადამიანების ჯგუფის მიერ გამოხატული პროტესტია. ეს არის მიზანმიმართული აქცია, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული და დაგეგმილი, რომელიც უკავშირდება NDI-ს კვლევებს, ჩვენს მაღალ რეიტინგს. ვერანაირი წინასარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა „ქართულმა ოცნებამ“, კატასტრუფული სიჩქარით კარგავს მოსახლეობაში რეიტინგს და მხარდაჭერას, ყველაფერი კი ამის გადასაფარად ხდება“, – აცხადებს ენმ–ს ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გელა დემეტრაძე.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცავი ორგანოები ობიექტურად გამოიძიებენ, შემსრულებლების ვინაობის დადგენა არ გაუჭირდებთ: „პოლიცია იყო მისული, საქმე აღძრულია. ყველამ იცის, რომელ მაღაზიაზე, სად რომელი ვიდეოთვალი აყენია და თუ ობიექტურად გამოიძიებენ ამ ფაქტს, შემსრულებლების დადგენა არ გაუჭირდებათ. ჩვენ არ მიგვიწვდება ამ ვიდეოკამერებზე ხელი, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები“.

გელა დემატრაძე ძალადობის ამსახველ კადრებზეც საუბრობს, რომლებიც რამდნეიმე დღის წინ სოციალური ქსელით გავრცელდა: „მე და ჩემი მეგობრები ვემიჯნებით ძალადობას და მიუღებელია ჩვენთვის. შემსრულებელიც და დამკვეთიც უნდა დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით, ამისთვის კი არაფერს აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება. ოფისებზე, რომელშიც უბრალო თანამშრომლები არიან, ასეთი ზიზღის გამოხატვა ჩემთვის მიუღებელია“.

შეგახსენებთ, დღეს, 22 ოქტომბერს, გამთენიისას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის შესასვლელი კარი, უცნობმა პირებმა წითელი საღებავით შეღებეს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ენმ ახალციხე: აქცია 'ოცნების' მიერ დაქირავებულმა ზონდერ ბრიგადებმა მოაწყეს
'ქათმებო, მკვლელებო'–'ნაციონალური მოძრაობის' ახალციხის ორგანიზაციის შესასვლელი დღეს დილით [Photo]
გელა დემეტრაძე ქალაქში გაკრულ პლაკატებს მმართველ გუნდს უკავშირებს
გელა დემეტრაძე: 21 მარტს ახალციხიდან 2.000 კაცი წავა
გელა დემეტრაძე: ხალხის ნდობა არ დაგვიკარგავს
ენმ: ‘დეპუტატები და რწმუნებულები პედაგოგებს სთხოვენ ხმა ‘ოცნებას’ მისცენ’
გელა დემეტრაძე: სამცხე-ჯავახეთიდან, 15 ნოემბერს, აქციაზე 1500 კაცი წავა