FM97.5 / LIVE

ქალი და ძალადობა

მთავარისაზოგადოება 26.10.2012
ქალთა პრობლემები თანამედროვე საზოგადოებაში - ამ თემაზე დღეს ”დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, ეთნიკურმა უმცირესობებმა, სტუდენტებმა და მედიამ იმსჯელეს

ქალი და ძალადობა
შეხვედრა დოკუმენტური ფილმის, ”ქალები საქართველოდან” ჩვენებით დაიწყო. ფილმის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა ქალთა პრობლემებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ყურადღება ემიგრანტი ქალების სოციალურ- ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე გამახვილდა.

საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა; ქალთა ცნობიერების ამაღლება, და სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის კოორდინაცია, - ეს ის რეკომენდაციებია, რომელიც შეხვედრის მონაწილეებმა გაეროს ქალთა ფონდის სხდომაზე წარსადგენად შეიმუშავეს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის შედგად, ქორწინებაში მყოფი ყოველი მეთერთმეტე ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. ძალადობის სხვადასხვა ფორმა კი 35%-მა განიცადა. ქალების 50% სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება.

კვლევები ადასტურებს, რომ უმუშევრობის გარდა ქალების რთული სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა გამოწვეულია სიმბოლური შრომითი ანაზღაურებით, გახანგრძლივებული უხელფასო შვებულებებით და სხვა ფაქტორებით. ხოლო ეს ყველაფერი განაპირობებს მათ მიგრაციას სხვა ქვეყნებში.

გაეროს ქალთა ფონდის სამოქალაქო საზოგადოების მრჩეველთა საბჭოს წევრის, პროექტის ”ქალები ერთიანდებიან კონფლიქტის მიღმა” ექსპერტი გულიკო ბექაური ამბობს, რომ რეგიონიდან ქალების გადინების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. სამცხე-ჯავახეთიდან ქალების უმეტესობა საბერძნეთსა და თურქეთში მიდის.

”ფილმის ჩვენებისას გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები, რომელიც ხელს უწყობს ქალების ემიგრაციას საზღვარგარეთ. აქედან ყველაზე მთავარი ნეოლიბერალური პოლიტიკა, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და ქალის ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური თავისებურებანია ”,-განმარტავს ბექაური და აქვე ამატებს, რომ გამოსავალს უმუშევრობის შემცირებასა და სამუშაო ადგილების გაზრდაში ხედავს.
ქალების უმეტესობა ძალადობის მსხვერპლი ინფორმაციის უქონლობის გამო ხდება. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე დისკუსიები მომავალშიც იგეგმება. შეხვედრებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია ”თანხმობა” გამართავს.

დისკუსიები გაიმართება სტუდენტ ახალგაზრდობასთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან.

დღევანდელი შეხვედრა ”დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის” ინიციატივით შედგა. საზოგადოებისათვის აქტუალურ თემებზე ცენტრი შეხვედრებს ყოველი თვის ბოლოს მართავს. რა იქნება მომავალი შეხვედრის თემა, ამ დროისათვის უცნობია.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რეკომენდაციები ქალთა უფლებების დასაცავად

ახალციხეში ქალების პოლიტიკაში ჩართულობაზე იმსჯელეს
ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან მტკივნეულია ქალების მიმართ დისკრიმინაცია და ძალადობა
დისკუსია თემში მცხოვრებ ქალთა საჭიროებებზე
8 მარტს ახალციხე ქალების უფლებებისთვის მსვლელობას შეუერთდება
არა ძალადობას! არა ფემიციდს! – ახალციხეში ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტეს [Photo]
ახალციხეში გენდერული ძალადობის შემთხვევებზე იმსჯელეს