FM97.5 / LIVE

8 მარტს ახალციხე ქალების უფლებებისთვის მსვლელობას შეუერთდება

მთავარისაზოგადოება 07.03.2015
ხვალ, 8 მარტს, 15:00 საათზე, მსვლელობას ქალების უფლებებისთვის, რომელიც საქართველოს 24 ქალაქში იმართება, ახალციხეშიც შეუერთდებიან.

8 მარტს ახალციხე ქალების უფლებებისთვის მსვლელობას შეუერთდება

ახალციხის გენდერის მედიაცენტრი, ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი, სტუდენტები, თვითმმართველობაში მომუშავე ქალბატონები, ჟურნალისტები და ყველა მსურველი, 15:00 საათზე ახალციხის ცენტრალურ პარკში შეიკრიბება.

აქცია „ქალთა მოძრაობის“ ინიციატივით იმართება.

„ჩვენ ვართ საქართველოს მოსახლეობის 53%, მაგრამ პარლამენტში 12%-ით ვართ წარმოდგენილი. 59 გამგებლიდან მხოლოდ ორია ქალი. ქვეყნის არც ერთი მერი და არც ერთი გუბერნატორი ქალი არ არის. დღეს საქართველოში ქალის ხმა არ ისმის. 25 წელია ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, მაგრამ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით პროგრესისთვის არ მიგვიღწევია. ჩვენი უფლებები უწინდებურად ირღვევა. 2014 წლის ქალთა მკვლელობებმა გვიჩვენა, რომ საქართველოში ჩვენი სიცოცხლის უფლებაც კი არ არის დაცული.

დღეს ქართულ პოლიტიკას აკლია ქალების ხედვა, გამოცდილება და უნარები. პოლიტიკის სფეროში ქალების სიმბოლური, მცირე რაოდენობა არ გვაძლევს საშუალებას სრულად გამოვავლინოთ და გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი. საზოგადოების და კაცობრიობის განვითარების პროცესში ჩვენი უნიკალური წვლილი დაკნინებული ან სრულიად დაკარგულია. ქალები იმ საკითხების გადაწყვეტაშიც კი ვერ მონაწილეობენ, რომელიც უშუალოდ და მხოლოდ მათ ეხებათ. პარლამენტი არ უზრუნველყოფს ქალების წარმომადგენლობას და შესაბამისად არ იცავს მათ ინტერესებს. საქართველოში არ გვაქვს წარმომადგენლობითი დემოკრატია. ჩვენ, ქალები, უგულებელყოფილი ვართ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამას აღარ შევეგუებით.

სწორედ ამიტომ, “ქალთა მოძრაობა”, რვა მარტს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში აწყობს მსვლელობას, რომლის მიზანია ხელი შუეწყოს ქალთა პოლიტიკურ აქტიურობას საქართველოში; რომლის მიზანია მეტი ქალი მოვიდეს პოლიტიკაში“, – ნათქვამია ქალთა მოძრაობის განცხადებაში.



[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘მეტი ქალი პარლამენტში’ – აქცია ახალციხეში
აირჩიე თანასწორობა! – აქცია ქალების მხარდასაჭერად
ქალთა მოძრაობა ქალთა მინიმუმ 30%–იან წარმომადგენლობას ითხოვს
ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან მტკივნეულია ქალების მიმართ დისკრიმინაცია და ძალადობა
ახალციხეში ქალების პოლიტიკაში ჩართულობაზე იმსჯელეს
‘ქალების ხმა იგებს არჩევნებს’ – საინფორმაციო აქცია ახალციხეში
ომბუდსმენი: 'ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში'