FM97.5 / LIVE
დადებითად 29% აფასებს და ამ მაჩვენებლით ახალციხე ერთ–ერთი მოწინავეა საქართველოს სხვა თვითმმართველ ქალაქებს შორის, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მუშაობით უფრო უკმაყოფილოები არიან, ვიდრე კმაყოფილები.">

NDI: კახა ბერიძის მუშაობას დადებითად მხოლოდ 13% აფასებს

მთავარიპოლიტიკა 12.10.2015
განსხვავებით ახალციხის მერის მუშაობისგან, რომელსაც დადებითად 29% აფასებს და ამ მაჩვენებლით ახალციხე ერთ–ერთი მოწინავეა საქართველოს სხვა თვითმმართველ ქალაქებს შორის, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მუშაობით უფრო უკმაყოფილოები არიან, ვიდრე კმაყოფილები.

NDI:  კახა ბერიძის მუშაობას დადებითად მხოლოდ 13% აფასებს

NDI-ს ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 48% ახალციხის საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარის კახა ბერიძის მუშაობას საშუალოდ აფასებს. 4% უარყოფითად, 23% ამბობს, რომ მის შესახებ არ სმენია, კმაყოფილი კი მხოლოდ 13%–ია.

თუმცა, საქართველოს სხვა თვითმმართველი ქალაქების საკრებულოს თავმჯდომარეების შეფასებებს თუ შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მუშაობა ახალციხეში უფრო მოსწონთ, ვიდრე სხვა ქალაქებში.

საქართველოს 10 თვითმმართველი ქალაქიდან, საკრებულოს თავმჯდომარის მუშაობის შეფასებას ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 18%, ზუგდიდსა და მცხეთაში აქვს. ერთი პოზიციით უსწრებენ კახა ბერიძეს თელავისა და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეები. მათ მუშაობას დადებითად 14% აფასებს. 13%–იანი მაჩვენებლით, ასევე ერთი პოზიციით, ჩამორჩება ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე. 10%–ს მოსწონს მათი საკრებულოს თავმჯდომარის მუშაობა გურჯაანსა და ბათუმში. ყველაზე უკმაყოფილოები კი გორსა (მხოლოდ 8%–ს მოწონს) და თბილისში არიან (4%).

შეგახსენებთ, კახა ბერიძემ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიცია 2015 წლის 7 აგვისტოს, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ერთი თვის შემდეგ, 7 სექტემბერს, მან საფინანსო–საბიუჯეტო კომისიაც დატოვა. საკრებულოში ერთწლიანი საქმიანობის შემდეგ, მან განაცხადა, რომ სამუშაოდ ჯანდაცვის სფეროში მიდის, იგი ერთ–ერთ კლინიკაში მენეჯერად გადავიდა, თუმცა, ამ დრომდე რჩება საკრებულოში დეპუტატად. ახალციხის საკრებულოში ახალი თავმჯდომარე ჯერ ისევ არ აურჩევიათ.

NDI-ს გამოკითხვა ჩატარდა 2015 წლის 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში. წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, პირისპირ ინტერვიუებით, საქართველოს მასშტაბით 4,448 მოქალაქე გამოკითხეს. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 3.01%–ია.

NDI-ის კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს (Sida) მიერ.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

NDI: ახალციხის მერის მუშაობას გამოკითხულთა 29% დადებითად აფასებს
ახალციხის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ საფინანსო–საბიუჯეტო კომისიაც დატოვა
გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, რომ 2014 წლის შემდეგ ახალციხეში საცხოვრებელი პირობები გაუარესდა
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
ვინ იქნება ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი
NDI: ახალციხეში პარკებისა და სკვერების მდგომარეობა არ მოსწონთ
ახალციხის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე აირჩია