FM97.5 / LIVE

ვინ იქნება ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი

მთავარიპოლიტიკა 07.08.2015
ვის დაასახელებენ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად და როგორ აფასებენ დეპუტატები საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარის კახა ბერიძის მუშაობას;

ვინ იქნება ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარეს კახა ბერიძეს, დეპუტატებმა და ქალაქის მერმა ერთწლიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს.

უმრავლესობაც და უმცირესობაც ბერიძის მუშაობას დადებითად აფასებს.

„დიდი მადლობა ერთწლიანი მუშაობისთვის, გული გვწყდება რომ მიდიხარ, თუმცა კვლავ რჩები ჩვენი გუნდის წევრად, იყავი გვერდში მდგომი და ჩვენი თანამებრძოლი“, – განაცხადა ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ.

სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრებმა იმის შესახებ, თუ ვის დაასახელებენ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად, საუბარი არ ისურვეს.
„ამას პრაიმერი გამოავლენს. ვისაც დააყენებს უმრავლესობა კანდიდატად მეც იმას დავუჭერ მხარს“, – განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა დავით ლომიძემ.

კითხვაზე ხომ არ განიხილება მისი კანდიდატურა, გვიპასუხა: „არა, ამაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ თუ უმრავლესობა ერთიანი იქნება ჩემი კანდიდატურის მიმართ უარს არ ვიტყვი“.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გოგოლაძე აცხადებს, რომ საკრებულოში ბევრი ღირსეული კანდიდატია: „ამ წუთში რომელიმე მათგანის დასახელებისგან თავს შევიკავებ“.

ვინ შეიძლება დაასახელონ უმრავლესობის მხრიდან თავმჯდომარის კანდიდატად ამაზე საუბარი უმცირესობის წარმომადგენელს შალვა გოგოლაძესაც უჭირს: „ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული საკუთარ თავს დავასახელებდი“.

ოპოზიცია, კონკრეტულად კი „ნაციონალური მოძრაობა“ კანდიდატის დაყენებას გეგმავს, თუმცა ის, თუ ვინ იქნება დასახელებული ამ ეტაპზე არ ასაჯაროებენ.

„ამ წუთში ერთი ის ვიცი ზუსტად, რომ ეს მე არ ვიქნები“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მალხაზ გიქოშვილი.

მომავალი საკრებულოს სხდომა, როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, მომავალ კვირას გაიმართება, სწორეს იქ გახდება ცნობილი როგორც კანდიდატების ასევე არჩეული საკრებულოს თავმჯდომარის ვინაობაც.

შეგახსენებთ, დღეს, 7 აგვისტოს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ კახა ბერიძემ თანამდებობა დატოვა, მან ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ ვერ შეირჩა ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ამ დრომდე
როდის აირჩევენ ახალციხის  საკრებულოს თავმჯდომარეს
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
უმცირესობამ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობის დატოვებას აპირებდა [Video]
ახალციხის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე აირჩია
ახალციხის საკრებულო თავმჯდომარეს ირჩევს