FM97.5 / LIVE

რატომ ვერ შეირჩა ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ამ დრომდე

მთავარიპოლიტიკა 28.09.2015
ვინ მიიღო არაოფიციალური შეთავაზება საკრებულოს უმრავლესობაში თავმჯდომარეობის კანდიდატობაზე და თქვა თუ არა მან უარი შეთავაზებაზე; რას ელოდება საკრებულოს უმრავლესობა კანდიდატის შესათანხმებლად და რატომ არ ჰყავს ახალციხის საკრებულოს არჩეული თავმჯდომარე ამ დრომდე;

რატომ ვერ შეირჩა ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ამ დრომდე
მეორე თვეა რაც ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ კახა ბერიძემ თანამდებობა დატოვა, თუმცა, ამ დრომდე დღის წესრიგში საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი არ დამდგარა. საკრებულოს უმცირესობა მიიჩნევს, რომ უმრავლესობა საერთო კანდიდატზე ვერ თანხმდება.

„ხან ერთზე იყო საუბარი და ხან მეორეზე, რამდენადაც ვხვდები რამდენიმე კანდიდატს აქტიურად განიხილავენ“, – ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი“ ზურა სადათიერაშვილი.

უმრავლესობაში კი დეპუტატების ნაწილი ამ თემაზე საუბარს საერთოდ თავს არიდებს. კითხვაზე უმრავლესობას ჰქონდა თუ არა თათბირი კანდიდატის შერჩევაზე და ვინ განიხილება საკრებულოს მომავალ თავმჯდომარედ კობა გელაშვილმა გვიპასუხა: „არაფერი არ მქონია! არ მაინტერესებს!“ . გელა პეტაშვილმა და ამბარცუმ ბაბოიანმა კი განაცხადეს, რომ კომენტარს ვერ გააკეთებენ.

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარეობის დროებით მოვალეობის შემსრულებელი თამარ გოგოლაძე კი ამბობს, რომ ჯერ–ჯერობით ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ არის.

აღნიშნული საკითხის განსახილველად სხდომა რომ არ გამართულა ამაზე უმრავლესობის სხვა დეპუტატებიც საუბრობენ. თუმცა, როგორც ორი მათგანი პირად საუბარში ამბობს, არაოფიციალური შეთავაზება მამუკა მიქელაძემ უკვე მიიღო, მაგრამ მან თანამდებობის დაკავებაზე უარი თქვა.

„ერთ–ერთ დეპუტატს შესთავაზეს და მან უარი თქვა, ამის შემდეგ თუ კიდევ ვინმემ მიიღო ასეთი წინადადება არ ვიცი. ჩემთვის არავის არაფერი შემოუთავაზებია“, – ამბობს უმრავლესობის წარმომადგენელი შოთა ნასყიდაშვილი, თუმცა იმას რომ ეს ერთ–ერთი დეპუტატი მამუკა მიქელაძე იყო არც უარყოფს და არც ადასტურებს – „ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის“.

ნასყიდაშვილისა და სხვა კოლეგებისგან განსხვავებით, იმას რომ საუბარი ნამდვილად მიქელაძეზე იყო, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე კახა ბერიძე ღიად გვიდასტურებს: „მამუკაზე იყო საუბარი, ოფიციალურად ჰქონდა შეთავაზება თუ არა არ ვიცი, მაგრამ პირად საუბარში ამბობდა რომ არ სურდა“.

„უარს ვამბობდი იმიტომ რომ პირადი პრობლემები მქონდა. ოჯახური საკითხების გამო თითქმის ახალციხეშიც არ ვყოფილვარ, ეს თემა ერთმანეთში არც გაგვივლია. არის რაღაც თემები რაც ჯერ პრესისთვის ღია ვერ გახდება“, – აცხადებს მიქელაძე და ამატებს, რომ საჩქაროც არაფერია, რადგან გოგოლაძე საკრებულოს თავმჯდომარეობას თავს ბრწყინვალედ ართმევს – როგორც ასეთი, რომ კანდიდატზე ვერ ვთანხმდებით და გუნდში რაიმე უთანხმოება გვაქვს გამორიცხულია“.

კითხვაზე, მაშინ რატომ არ დადგა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის საკითხი დღის წესრიგში, მიქელაძე გვპასუხობს: „შიდა პარტიული ცვლილებებია განსახორციელებელი, რაღაც შეთანხმებებზე უნდა წავიდეთ, მალე ჩამოვყალიბდებით გუნდში კანდიდატურაზე“.
უმცირესობა დარწმუნებულია რომ საკრებულოს უმრავლესობა ადგილზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ზემოთ შეთანხმების გარეშე ადგილზე რაიმეს გადაწყვეტენ“, –ამბობს სადათიერაშვილი.

კანონით კი გადაწყვეტილება სწორედ უმრავლეობის დეპუტატებმა „ზემოთ შეთანხმების“ გარეშე რომ უნდა მიიღონ, ამაზე თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტი კოტე კანდელაკი საუბრობს: „მმართველმა გუნდმა თავად უნდა დააყენოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, თუმცა, ტენდენცია ისეთია რომ ამას ცენტრთან ათანხმებენ, რაც ბუნებრივია კანონს ემიჯნება“.

რა შიდა პარტიული ცვლილებები განხორციელდება და ვის შეარჩევენ ამის შემდეგ თავმჯდომარეობის კანდიდატად უცნობია. მანამდე კი როგორც უმცირესობის წარმომადგენელი შალვა გოგოლაძე ამბობს, საკრებულო ყოველ თვეში თავმჯდომარის ხელფასს 2 250 ლარს ზოგავს.

უმრავლესობის წარმომადგენელი დათო ლომიძე კი ვარაუდობს, რომ დეპუტატები ამ საკითხის განსახილველად მალე შეიკრიბებიან, იგი ისევე როგორც კახა ბერიძე, ფიქრობს, რომ საკრებულოს უმრავლესობას თავმჯდომარეობისთვის ბევრი ღირსეული კანდიდატი ჰყავს. ამაში უმრავლესობას უმცირესობაც ეთანხმება, თუმცა არცერთი სასურველი კანდიდატის ვინაობას არ ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ კახა ბერიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ ბიუროს სხდომაზე 7 აგვისტოს განაცხადა, თუმცა, საკრებულოს წევრებმა იმის შესახებ, რომ ბერიძე თანამდებობიდან წასვლას აპირებდა მანამდეც იცოდნენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ იქნება ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი
როდის აირჩევენ ახალციხის  საკრებულოს თავმჯდომარეს
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
ახალციხის საკრებულო თავმჯდომარეს ირჩევს
ახალციხის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ საფინანსო–საბიუჯეტო კომისიაც დატოვა
კახა ბერიძემ ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა
‘სიმბოლურად დაამთხვიეს, ახალ წელს ახალი თავმჯდომარე აირჩიეს’ – ლომიძე მოვალეობის შესრულებას შეუდგა