FM97.5 / LIVE

თანამშრომლებს კომპანია ”IDS ბორჯომი საქართველო” იმიჯის შებღალვაში ადანაშაულებს

მთავარისაზოგადოება 25.10.2012
კომპანია ”IDS ბორჯომი საქართველო” გაფიცულ მუშებს ქარხნის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. კომპანია ახალ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, მუშებმა, გაფიცვის პარალალურად კომპანიის იმიჯის შებღალვა დაიწყეს

თანამშრომლებს  კომპანია ”IDS ბორჯომი საქართველო” იმიჯის შებღალვაში ადანაშაულებს
”პროტესტის მესამე დღეს გაფიცულებმა შეცვალეს ტაქტიკა და მოთხოვნების პარალელურად, სამწუხაროდ, დაიწყეს ცილისმწამებლური ბრალდებების გავრცელება, რომელიც პირდაპირ მიმართულია კომპანიის იმიჯის შებღალვისკენ. კომპანია აიდიეს ბორჯომი საქართველო კიდევ ერთხელ სთხოვს გაფიცულებს მოუხმონ ჯანსაღ აზრსა და საკუთარი უსაფუძვლო, ცილისმწამებლური განცხადებებით ნუ მიაყენებენ ჩრდილს ბრენდისა და კომპანიის რეპუტაციას”, - ნათქვამია განცახდებაში.

ბორჯომის პირველი ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ადინისტრაციის განცხადება უსაფუძვლოა. ისინი მხოლოდ და მხოლოდ ხელფასების 100-პროცენტით მომატებას და სამუშაო პირობების მოწესრიგებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის N1 ჩამომსხმელი ქარხნის მუშები 23 ოქტომბერს გაიფიცნენ. გაფიცულ მუშებსა და კომპანიას შორის გუშინ შეთანხმება ვერ შედგა, რადგან კომპანიის მენეჯმენტის მიერ შეთავაზებული 25%-იანი მატება N1 ქარხნის გაფიცული თანამშრომლებისთვის მისაღები არ აღმოჩნდა. მესამე დღეა ბორჯომის პირველ ქარხანაში ყველა საწარმო გაჩერებულია. მუშები აცხადებენ, რომ პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. სამი დღეა ისინი პროტესტის ნიშნად ქარხანასთან იკრიბებიან.

გუშინ, გვიან საღამოს კომპანიამ პირველი ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ადმინისტრაცია თანამშრომლებს კეთილგონიერებისა და ციტის პასუხისმგებლობისგენ მოუწოდებდა და იმედოვნებდა, რომ ქარხანაში დაუყოვნებლივ აღდგებოდა სამუშაო პროცესი. მეორე განცხადება კი კომპანიამ დღეს საღამოს გაავრცელა. ოფიციალური განცხადებით კომპანიის ხელმძღვანელობა თანამშრომლებს ისევ მეტი პასუხისმგებლობისგენ მოუწოდებს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კომპანია ”IDS ბორჯომი საქართველოს” განცხადება
ბორჯომში მოლაპარაკებები შედგა
ბორჯომის ქარხანაში მოლაპარაკებებზე ვერ შეთანხმდნენ
ბორჯომში მუშების პროტესტი გრძელდება
"ბორჯომის" ჩამომსხმელ ქარხანაში მომსახურე პერსონალი გაიფიცა
ვალეში გაფიცულების მოთხოვნები კომპანიამ ნაწილობრივ  დააკმაყოფილა
ვალეში გაფიცული მუშები ხვალ კომპანიის მენეჯერს შეხვდებიან